რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას სახლში დამზადებული კონსერვები

5724

გულდასაწყვეტია, როცა სრულიად უწყინარ მდგომარეობაში, ოჯახური სადილისას, შეიძლება საკვების გამო საავადმყოფოში მოხვდე, ამისათვის კი მხოლოდ ერთი სუფრის კოვზი სოკოსგან დამზადებული კერძის ჭამაც საკმარისია.

პირველი საფრთხე კი შინ დამზადებული, დაკონსერვებული სოკოა. იგი შეიძლება ბოტულიზმის საწყისი გახდეს. ეს ინფექცია ფორმირდება უჟანგბადო დახურულ სივრცეში. ბოტულიზმი ხშირად იწვევს უმძიმეს, სიცოცხლისათვის სახიფათო შედეგს, ნერვული სისტემის დაზიანებას.

როგორ მივხვდეთ, რომ კონსერვი გაფუჭებულია და როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები სახლის პირობებშიიმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო ტკივილები და შემდგომში თავი დაიზღვიოთ გართულებებისაგან, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

არანაკლები ზიანი შეიძლება მოგიტანოთ დაძველებულმა, ვადაგასულმა პროდუქტებმა (არაჟანი, რძე, თევზი, ხორცი, კვერცხი). მათში შემავალი სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები, უფრო სწორად კი მათ მიერი გამოყოფილი ტოქსინები, "მოგიწამლავთ" ცხოვრებას.

ამ დაუპატიჟებელი "სტუმრების" შემოჭრაზე ორგანიზმი პასუხობს გულისრევით, ღებინებით, წნევის დაქვეითებით, კიდურების გაცივებით, გონების დაბინდვით; შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაციებიც კი. რაც შეეხება ნაწლავური ინფექციის შემთხვევას, ორგანიზმი მაღალი ტემპერატურითა და მკვეთრი დიარეით (ფაღარათი) რეაგირებს.

წვეულებაზე ნუ მიეძალებით საკვებს ისე, თითქოს მთელი წლის უჭმელი იყოთ. შეეცადეთ, ამა თუ იმ საკვების მიღებას შორის ინტერვალები გააკეთოთ, რათა თქვენს კუჭ-ნაწლავს და მუცელს გადამუშავებისა და მონელების საშუალება მიეცეს.
სასურველია, ამ პერიოდში პროფილაქტიკისთვის მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ებრძვის მეტეორიზმსა და გულძმარვას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია