ფეიხოას და თაფლის ნარევი ფარისებრი ჯირკვლისთვის! 

656

ფეიხოას და თაფლის ნარევი ფარისებრი ჯირკვლისთვის! 

უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ფეიხოა, როგორც მას უწოდებენ "ზამთრის კენკრა" ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე დგას

დღევანდელ სტატიაში შემოგთავზებთ მის გასაოცარ სამკურნალო თვისებებზე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების, კერძოდ კი "ჩიყვის" სამკურნალოდ!

მოდით უფრო დეტალურად გავეცნოთ მისი გამოყენებით არსებულ საოცარ საშუალებებს:

  • 1. 1 კგ შაქარი და 1 კგ ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გადაიტანეთ ქილაში და წამოადუღეთ. შაქარი მთლიანად უნდა გაიხსნას, ფეიხოამ კი წვენი უნდა გამოიღოს. მიიღეთ ეს ნარევი 1 ს.კ. კოვზი დილით და საღამოს. მიიღეთ 10 დღე, შემდეგ შეისვენეთ კვლავ 10 დღე.
  • 2. შეგიძლიათ მონაცვლეობით შეცვალოთ შემდეგი რეცეპტი: 1 ჭიქა კაკლის ტიხრებს დაასხით 0,5 ლ არაყი და ასე გააჩერეთ 10 დღე. დალიეთ 1 ჩაის კოვზი დილით ჭამის წინ. სასმელი 10 დღე, შესვენება 10 დღე. გამოიყენეთ 1 თვე – ფეიხოა, ​​1 თვე – ტიხრები.
  • 3. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს 2-3 კვირის განმავლობაში აუცილებელია ყოველდღიურად 250-300 გრ ახალი ხილის მიღება 2-3-ჯერ. ზამთარში სვამენ მშრალი ხილის ნაყენს (2-4 სუფრის კოვზ ხილს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს, და თერმოსში აჩერებენ). დალიეთ მეორე დღესვე დღეში 3 ჯერ 1/2 ჭიქა 30 წუთის განმავლობაში. ჭამის წინ.

ასევე დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ დადასტურებულია ფეიხოას თაფლით გამოყენების ეფექტურობა ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ლარინგიტის, ტონზილიტის, ნერვული სისტემის მაღალი აგზნებადობის, აგრეთვე ამ დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

იოდის დეფიციტი უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის მთელ სხეულზე, ფაქტობრივად ფრჩხილებიდან დაწყებული თმის ღერამდე დამთავრებული, ამ სიტყვის სრული გაგებით. ასევე ორგანიზმში იოდის დეფიციტის დროს ბავშვები გონებრივად ჩამორჩებიან მათ განვითრების შესაბამის სტანდარტს და უარესდება მათი ინტელექტუალური განვითარება.

შემოთავაზებული კომპოზიცია, რომელიც მოიცავს ფეიხოას თაფლით, ხელს შეუწყობს იოდის დეფიციტის კომპენსირებას, რადგან ის შეიცავს ფეიხოას ადვილად ასათვისებელ ფორმას. ფეიხოა იოდის გარდა შეიცავს C, B, P ვიტამინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს და სხვა ძვირფას ნივთიერებებს, ხოლო ფეიხოაში C ვიტამინის შემცველობა ლიმონს არ ჩამოუვარდება.

ფეიხოას რეცეპტი თაფლით

მიიღეთ ინგრედიენტები თანაბარი პროპორციით, ანუ 1: 1. ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და კარგად შეურიეთ თაფლს, გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.

იზრუნეთ თქვენს და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე - მოამზადეთ ფეიხოას უაღრესად ჯანსაღი და ძალიან გემრიელი ნარევი თაფლით!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია