ბევრმა არ იცის, რომ ვაშლის ყვავილები სამკურნალოცაა! ვაშლის ყვავილების ნაყენი გასტრიტის (კუჭის ლორწოვანის ანთების) და დუოდენიტის (თორმეტგოჯა ნაწლავის ანთების) სამკურნალო საშუალება ყოფილა

921

ბევრმა არ იცის, რომ ვაშლის ყვავილები სამკურნალოცაა! ვაშლის ყვავილების ნაყენი გასტრიტის (კუჭის ლორწოვანის ანთების) და დუოდენიტის (თორმეტგოჯა ნაწლავის ანთების) სამკურნალო საშუალება ყოფილა

ვაშლის ყვავილი

გაზაფხულობით აყვავებული ხეხილი კაცის თვალს იტაცებს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ვაშლის ყვავილები სამკურნალოცაა. მხოლოდ აყვავებული ვაშლის ხის ქვეშ დადგომა და ყვავილების სურნელის შესუნთქვაც კი საკმარისია, რომ თავი უკეთ იგრძნოთ, მაგრამ ყვავილების ნაყენი მხოლოდ განწყობას კი არ გაგიუმჯობესებთ, სამკურნალოდაც გამოგადგებათ.

დავუჯერე გაზაფხულობით სოფელში ჩავდივარ ხოლმე. ერთხელ ძალიან ცუდად ვიყავი გავცივდი, ყელი მტკიოდა, ხმაც წამერთვა. მეზობელმა მირჩია, ვაშლის ყვავილების ნაყენი დამელია. ძალიან მალე მოვმჯობინდი, ხმაც დამიბრუნდა. მაგრამ კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე შევამჩნიე საკუთარ თავს — ადრინდელივით აღარ მაწუხებდა კუჭი და ნაწლავები. როგორც მერე გავარკვიე, ვაშლის ყვავილების ნაყენი გასტრიტის (კუჭის ლორწოვანის ანთების) და დუოდენიტის (თორმეტგოჯა ნაწლავის ანთების) სამკურნალო საშუალებაც ყოფილა.

1 სავსე ჩ/კ გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყოვნეთ 20 წუთი. დაამატეთ შაქარი ან თაფლი გემოვნებით და სვით თბილ-თბილი ყოველ 2 საათში ერთხელ. თუ ყვავილების მოგროვებას ვერ მოასწრებთ, შეგიძლიათ ვაშლის ნორჩი ფოთლები მოაგროვოთ, ისინიც სასარგებლოა. ნაყენი მათგან ისევე მზადდება, როგორც ყვავილებისგან.

 ექიმის კომენტარი: ვაშლი განსაკუთრებულად მდიდარია შაქრებით, უჯრედისით, პექტინებით, ორგანული მჟავებით, ეთერზეთებით. აგრეთვე შეიცავს ასკორბინის მჟავას, B, P ვიტამინებს, კაროტინს, მინერალურ მარილებს (კალციუმს, კალიუმს, ნატრიუმს, მანგანუმს, რკინას), ფიტონციდებს. Vგ ტანინის საკმაო შემცველობის გამო ვაშლის პრეპარატები ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ენტეროკოლიტების დროს.

გარდა ამისა, პექტინური ნივთიერებები უკავშირდება ქოლესტერინს და ორგანიზმიდან გამოაქვს. სწორედ ამის გამო ნიშნავენ ხოლმე ვაშლის დიეტას ათეროსკლეროზის დროს. ვაშლის ნაყოფი ფართოდ გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ქრონიკული დაავადებების დროს. ვაშლის ყვავილის ნაყენი კარგ შედეგს იძლევა კუჭ-ნაწლავის კატარული პათოლოგიების დროსაც.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია