თუ თქვენც ჩემსავით ხართ ცხვირის წვეთებზე დამოკიდებული, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ ეს ხალხური საშუალება! სურდოსაც დაემშვიდობებით

520

თუ თქვენც ჩემსავით ხართ ცხვირის წვეთებზე დამოკიდებული, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ ეს ხალხური საშუალება! სურდოსაც დაემშვიდობებით

ახალგაზრდობაში ხშირად მემართებოდა ალერგიული რინიტი. მუდმივმა სურდომ და ცხვირის წვეთების გამოყენებამ ყნოსვის ზონა დამიზიანა. დიდი ძიების შემდეგ მივაგენი საშუალებებს, რომლებიც ყნოსვის აღდგენაში ძალიან დამეხმარა.

10 გ დინდგელი და 50 გ ნაღების კარაქი 2 საათით ჩადგით წყლის აბაზანაში, გაწურეთ, გააცივეთ, დაამზადეთ მისგან პატარა ოვალური ფორმის სანთლები და დილა-საღამოს ნახევარ-ნახევარი საათით ტამპონებივით ჩაიდეთ ცხვირში. სასარგებლოა დღეში 5-6-ჯერ 5 წუთით მიხაკ-დარიჩინის ღეჭვაც.

გაფრთხილებთ: საგულდაგულოდ უნდა დაღეჭოთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ. თუ ნებისყოფა გეყოფათ და ამას რეგულარულად გააკეთებთ, ჯერ მკვეთრ არომატს შეიგრძნობთ, მერე კი ყნოსვა თანდათანობით აღდგება.ექიმის კომენტარი: უეჭველია, რომ ყნოსვა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, მაგრამ მანამდე ვერ ვაცნობიერებთ, ვიდრე ყნოსვის უნარს არ დავკარგავთ. მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ ყნოსვით მხოლოდ არომატს კი არ შევიგრძნობთ, არამედ ეს ფიზიოლოგიური ფუნქცია მოქმედებს სუნთქვის რიტმზე, კუნთების აღგზნების ხარისხზე, ტვინის და, საზოგადოდ, ნერვული სისტემის მუშაობაზე.

ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება არომათერაპია ეს სუნებით სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მეთოდი გახლავთ. ხალხურ მედიცინაში ყნოსვის დაკარგვას ანუ ანოსმიას მკვეთრი არომატის მქონე ეთერზეთებით მკურნალობენ, ასეთ ეთერზეთებს შეიცავს სწორედ მიხაკი და დარიჩინი.

მათი ღეჭვისას კი ეთერზეთები პირის ღრუში ინტენსიურად გამოთავისუფლდება და ყნოსვის ზონას აღიზიანებს. ასეთი რეგულარული გამღიზიანებლის მოქმედებით შესაძლებელია, აღდგეს ყნოსვის ფუნქცია, თუკი არ არის მთლიანად ატროფირებული ყნოსვის რეცეპტორული ზონა. რაც შეეხება დინდგელის და კარაქის ნარევს, მას ცხვირის ლორწოვანზე ანტიანთებითი და ქსოვილთა რეგენერაციის მასტიმულირებელი ეფექტი აქვს. ანთების ჩაცხრობას, შეშუპების მოხსნას და ატროფირებული ქსოვილების აღდგენას კი ყნოსვის აღსადგენად განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, მკითხველის მიერ მოწოდებული ეს ორივე საშუალება კომპლექსურად უნდა გამოიყენოთ კარგი შედეგის მისაღებად.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია