ამ რეცეპტს ვთავაზობ ყველა იმ მკითხველს, რომელიც ჭიების საწინააღმდეგო წამალს ეძებს!

1706

ამ რეცეპტს ვთავაზობ ყველა იმ მკითხველს, რომელიც ჭიების საწინააღმდეგო წამალს ეძებს!

მის მოსამზადებლად არანაირი ქიმიური საშუალებების გამოყენება არ დაგჭირდებათ, უბრალოდ 1 კგ მჟაუნას დაასხით 1 ლ წყალი, 2 საათით ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ გადმოდგით და გაფილტრეთ. დაუმატეთ 50 გ შაქარი და ხარშეთ, სანამ 1 ჭიქამდე არ დაიყვანთ. მიიღეთ ყლუპობით დღის განმავლობაში. ეს ნაყენი ხოცავს ორგანიზმში მოკალათებულ ჭიებს. იქნებ მან ისევე გარგოთ თქვენც, როგორც ჩემს ორგანიზმს არგო

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ექიმის კომენტარი: მჟაუნას ნორჩი ფოთლები მდიდარია A, B1, B., C, K, PP ვი- • ტამინებით, კალიუმით, ფოსფორით, კალციუმით, ნატრიუმითა და ზოგიერთი იშვიათი მიკროელემენტით: ბრომით, ნიკელით, ტიტანით, მოლიბდენით. შეიცავს ორგანულ მჟავებსაც, რომლებიც მას დამახასიათებელ გემოს აძლევს.

მჟაუნათი მკურნალობენ წყლულებს, ჭრილობებს, გამონაყარსა და კანის ქავილს, ღრძილების ანთებას, კბილის ტკივილს, ანგინას. მისი ფესვების ნახარში აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლის გამავლობასა და სისხლწარმოქმნის პროცესს, ღვიძლის მუშაობას. მცენარის მჟავე ფოთლებს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. მათ, ვისაც გულძმარვა აწუხებს ან ჭია ჰყავს, უძველესი მკურნალები ურჩევენ, მჟაუნა უზმოზე მიირთვან. მჟაუნას, როგორც ანტიტოქსიკურ საშუალებას, მოწამვლის დროსაც იყენებენ.

5/ თუ პოდაგრა, ღვიძლის რომელიმე დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ნაწლავების ანთება ან ტუბერკულოზი გაქვთ, მჟაუნას მაინცდამაინც ნუ მიეტანებით. ამ მცენარის ნაყენი საშიშია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროსაც. მჟაუნას ბებერი და უხეში ფოთლები დიდი რაოდენობით მჟაუნმჟავას შეიცავს და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას არღვევს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ნორჩი ფოთლები.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია