თუ თქვენც ხშირად გემართებათ ანგინა, მაშინ ამ ინფორმაციას დღესვე უნდა გაეცნოთ!
ხშირად მემართებოდა ანგინა. მეზობელს შევჩივლე და მან ასეთი რამ მიამბო: მისი ჯანმრთელობის მთელი საიდუმლო ევკალიპტის ხე ყოფილა. mas გურიაში ბებია ჰყოლია, რომელსაც 105 წელი უცოცხლია ისე, რომ ფრჩხილიც არ წამოსტკენია. ბებია ყველას ევკალიპტის ნაყენს უნიშნავდა ყელში გამოსავლებად ან და ევკალიპტის ნახარშის აბაზანას იღებდა ყოველთვის. როცა ვინმე გაცივდებოდა ან ყელი მცენარის ფოთლების ნაყენს ბებია გამუდმებით სვამდა თურმე
მეზობლის რჩევას ყური ვუგდე და დავიწყე ევკალიპტის ნახარშით ყელის გამორეცხვა (100 გ ფოთოლი უნდა ხარშოთ 1 ლიტრ წყალში, გაცივების შემდეგ გაწურეთ. ხოლო გამოვლების წინ გააცხელეთ) მას შემდეგ ყელის ტკივილს აღარ შევუწუხებივარ. .
შედეგი გასაოცარია!
ექიმის კომენტარი: ევკალიპტი მართლაც საოცარი მცენარე გახლავთ. მისი ფოთლების ნაყენს აქვს ანტიანთებითი და ანტისეპტიკური მოქმედება. ამასთანავე, მას მოქმედების მეტად ფართო სპექტრი აქვს — თრგუნავს ოქროსფერ სტამონიდების ზრდასაც კი. ფიტოთერაპიაში ევკალიპტის პრეპარატებს ფართოდ ფილოკოკს, ეშერიხიას, ტუბერკულოზის ჩხირის, დიზენტერიის, ამების და ტრიქო იყენებენ დაჩირქებითი პროცესების — აბსცესის, ფლეგმონის, ჩირქოვანი მასტიტების, დუნედ მიმდინარე ქრონიკული წყლულების, კანის სხვადასხვა დაჩირქებითი დაავადების დროს.
გინეკოლოგიაში მისი ნაყენი საშოს გამოსარეცხად გამოიყენება, ხოლო სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ევკალიპტი გინგივიტების (ღრძილების ანთე- ბის), სტომატიტების დროს ინიშნება. საკმაოდ ეფექტიანია ნახარშის გამოვლება ყელში ანგინის დროს, რასაც ჩვენი მკითხველიც ადასტურებს. მწვავე რესპირატორული დაავადების — ტრაქეიტის (ტრაქეის ანთების), ლარინგიტის (სასის ანთების) დროს კი, ევკალიპტის ინჰალაციური სახით გამოყენებაა რეკომენდებული. მე- 19 საუკუნის მედიცინაში ევკალიპტი მალარიის, დიფტერიის, ქუნთრუშის და ჭიებით ინვაზიის დროს გამოიყენებოდა. რაც შეეხება ევკალიპტის ნახარშის დალევას, გირჩევთ, ნაყენი წყლით გაზავებული მიიღოთ.
წყარო: კარაბადინი