“ერთბაშად მომეხსნა ქოშინი, გულის ფრიალი და მარტივადაც აღარ ვიღლები, ეს ყველაფერი კი ამ ნაყენის დამსახურებაა. .”

4919

“ერთბაშად მომეხსნა ქოშინი, გულის ფრიალი და მარტივადაც აღარ ვიღლები, ეს ყველაფერი კი ამ ნაყენის დამსახურებაა. .”

ექიმებმა დამიდგინეს გულის უკმარისობა. წლების განმავლობაში ვსვამ უამრავ ქიმიურ წამალს. პერიოდულად თავს უკეთ ვგრძნობ ხოლმე, ზოგჯერ კი მდგომარეობა მიმწვავდება. გადავწყვიტე, მკურნალობის პროცესში მცენარეული პრეპარატებიც ჩამერთო. ერთ დროს ხალხური მედიცინის ნამდვილად არ მეჯერა, თუმცა სანამ მის ძალას საკუთარ თავზე არ გამოსცდით ალბათ ძნელია დაჯერებაც.

მე პირადად ნამდვილ სასწაულად მექცა ჩვეულებრივი შროშანის ნაყენი, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ვსვამ. ერთბაშად მომეხსნა ქოშინი, გულის ფრიალი, ისე აღარ ვიღლები, შეშუპებაც დამიცხრა, აღარც სისუსტეს და უღონობას ვგრძნობ.

საკუთარ თავზე წარმატებული გამოცდილების შემდგომ გადავწყვიტე ამ საშუალების რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ, იმედია ისეთივე კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩებით, როგორც მე!მაშ ასე, როგორ უნდა მოამზადოთ ის და რა დაგჭირდებათ ამისთვის:

1 ს/კ შროშანის ფოთლებს და ყვავილებს დაასხით 150 მლ 70%-იანი სპირტი, დადგით 2 კვირა ბნელ ადგილას, დროდადრო შეანჯღრიეთ. 2 კვირის შემდეგ გადაწურეთ, 15 წვეთი ნაყენი წყალში გახსენით და სვით 3-ჯერ დღეში. ვისაც გული აწუხებს, ყველას ვურჩევ ამ ნაყენის მიღებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ექიმის კომენტარი: შროშანა მრავალწლიანი ერთლებნიანი მცენარეა, გავრცელებულია წიწვნარ, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ბუჩქნარის ძირში. ნედლეულად იყენებენ ცალკე ყვავილებს და ცალკე ბალახს ან ყვავილებს და ფოთლებს ერთად. შროშანას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც კოკორი ახალი გაშლილია და ჯერ არ გაყვითლებულა. საუკეთესო ნედლეულად ითვლება მხოლოდ ყვავილი. ფოთლებს აგროვებენ ყვავილობის დაწყებიდან მის დასასრულამდე.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები