“ზაფხულის დადგომა ჩემთვის სატანჯველად იყო ქცეული, რადგან ძალიან მიოფლიანდებოდა ფეხები და ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი! ახლა კი ნამდვილი შვება ვიგრძენი. .”

386

“ზაფხულის დადგომა ჩემთვის სატანჯველად იყო ქცეული, რადგან ძალიან მიოფლიანდებოდა ფეხები და ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი! ახლა კი ნამდვილი შვება ვიგრძენი. .”

ზაფხულის დადგომა ჩემთვის სატანჯველად იყო ქცეული, რადგან ძალიან მიოფლიანდებოდა ფეხები და ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი. ამ საშინელებას კი თავი დავაღწიე მუხის ქერქის მეშვეობით.

მკურნალობისთვის დამჭირდა 2 შეკვრა მუხის ქერქი (აფთიაქში ნაყიდი) და ბორის მჟავას 10 პაკეტი. დილით ტერფებზე ვიფრქვევდი ბორის მჟავას. ფხვნილს ვისვამდი მსუბუქი მოძრაობით (შეზელა არ შეიძლება) ისე, რომ თანაბრად გადამენაწილებინა ტერფის ზედა მხარეს და თითებს შორისაც.

შემდეგ ვიცვამდი წინდებს და ასე დავდიოდი მთელი დღე. საღამოს ფხვნილს ჩამოვიბანდი ხოლმე თბილი წყლით. დაძინების წინ ფეხებზე ვიყრიდი წმინდად დაფქულ მუხის ქერქს, ვიცვამდი სუფთა წინდებს და მთელი ღამე მეძინა წინდებით. დილით ფეხებს ცივი წყლით ვიბანდი. ასე ვაკეთებდი 10 დღე და საუკეთესო შედეგი მივიღე. ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს. მათ ვურჩევ, მისდიონ ჩემს რჩევას და აუცილებლად დააღწევენ თავს ამ უსიამოვნო სიმპტომს.

ექიმის კომენტარი: მუხის ქერქი საკმაოდ მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომელიც მრავალფეროვან ფარმაკოლოგიურ თვისებებს ანიჭებს. მის პრეპარატებს აქვს ანთების და ლპობის საწინააღმდეგო მოქმედება — შლის პათოგენურ მიკროორგანიზმებს, აფერხებს მათ განვითარებას. მუხის ქერქის ნაყენი გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების, ტერფების ოფლიანობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენების, ჭარბი მენსტრუაციის, მოწამვლების, ღვიძლისა და ელენთის დაავადებების დროს. ბორის მჟავა კი ანტისეპტიკურ საშუალებებს მიეკუთვნება. იგი ანადგურებს მიკრობებს. არ აქვს გამაღიზიანებელი მოქმედება, თუმცა ხანგრძლივად დიდი რაოდენობით მისმა გამოყენებამ შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოს, რაც გულისრევით, პირღებინებით, გამონაყარით, თავის ტკივილით, წნევისა და ტემპერატურის დაქვეითებით ვლინდება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები