იცოდით?! სალათის ნაყენი ბევრ საძილე ქიმიურ პრეპარატზე ეფექტიანად მოქმედებს, თანაც სრულიად უვნებელია!

598

იცოდით?! სალათის ნაყენი ბევრ საძილე ქიმიურ პრეპარატზე ეფექტიანად მოქმედებს, თანაც სრულიად უვნებელია!

ვარ 40 წლის. საკუთარი თავი ჯანმრთელ ადამიანად მიმაჩნია, ვმუშაობ, ვმოძრაობ და თითქმის არასოდეს ვხდები ავად.

შევნიშნე, რომ თვეში რამდენჯერმე ვერ ვახერხებდი ღამით დაძინებას. თერაპევტმა მირჩია, ძილის წინ სერიოზულ პრობლემებზე არ მეფიქრა და დამამშვიდებელი წამლები დამელია. ერთხანს ვსვამდი კიდეც საძილე აბებს. მალე შევატყვე, რომ უკვე ორგანიზმი მთხოვდა მორიგი აბის მიღებას ყოველდღიურად და შემეშინდა.

დავიწყე ფიქრი, უწამლოდ როგორ მეშველა საკუთარი თავისთვის და მივაგენი კიდევაც ძალიან მარტივ რეცეპტს.

წამლის მოსამზადებლად მხოლოდ სალათის ფოთლები დაგჭირდებათ: დაახლოებით 200-300 გ სალათის ფოთლები დაჭერით წვრილად, დაასხით 0,5 ლ წყალი, დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ. დალიეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი ძილის წინ.

ალბათ არ დამიჯერებთ, მაგრამ სალათის ნაყენი ბევრ საძილე ქიმიურ პრეპარატზე ეფექტიანად მოქმედებს, თანაც სრულიად უვნებელია. ეს წამალი ბავშვებსაც შეგიძლიათ დაალევინოთ.

სრულიად უებარი და მართლაც საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, დამერწმუნეთ მისი გამოყენებით საკმაოდ ბევრი დარჩება კმაყოფილი!

ექიმის კომენტარი: სალათის ფოთლები შეიცავს შაქრებს, ცილებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, B, B,, E, PP, K ვიტამინებს. კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, რკინის, იოდის მარილებს. აგრეთვე ლაკტუცინს, ლაკტუცერინს, ლაკტუციქტინს. ამ ნივთიერებათა შემცველობის გამო სალათის ფოთლები სასარგებლოა ჯანმრთელებისთვისაც, დაავადებულთათვისაც და ორსულებისთვისაც.

სალათაში შემავალი ვიტამინები, რკინა და მაგნიუმი დადებითად მოქმედებს ჰემოპოეზზე (სისხლწარმოქმნაზე), რის გამოც სალათას ნორმო და ჰიპოქრომული ანემიების დროს იყენებენ.

სალათის წვენი ეფექტიანია ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. სალათის ფოთლებში შემავალი იოდი, კალციუმი და ვიტამინები ეფექტიანს ხდის მის გამოყენებას თირეოიდიტისა და თირეოტოქსიკოზის (ჩიყვის) დროს.

დადგენილია, რომ ლაკტუცინს აქვს მსუბუქი სედატიური (საძილე) მოქმედება. სწორედ ამ ნივთიერებას უკავშირდება სალათის ეფექტიანობა უძილობის დროს. სალათის ფურცლები საკმაოდ დაბალკალორიულია და მას ჭარბი წონის დროსაც იყენებენ. PP ვიტამინი კი აქტიურად მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, რომელიც დარღვეული აქვთ დიაბეტიანებს. ამიტომ დიაბეტიანებს ურჩევენ, რაციონში ჩართონ ეს ბოსტნეული.

სედატიური ეფექტის შედეგად სალათა კარგად მოქმედებს ჰიპერტონიკებზე, ნევრასთენიკებზე, ფსიქომოტორული აგზნების მქონე პირებზე. ტრადიციულ მედიცინაში ფოთლების გარდა იყენებენ სალათის თესლსაც, რომლის ნაყენიც კარგია ლაქტაციის გასაძლიერებლად (რძის მოსამატებლად) მეძუძურებში.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია