“კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი! დამერწმუნეთ ეს ყველაზე ეფექტური რამ აღმოჩნდა რაც კი გვიცდია”. .

635

"კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი! დამერწმუნეთ ეს ყველაზე ეფექტური რამ აღმოჩნდა რაც კი გვიცდია". .

კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი.

1 ს/კ ყვავილს დაასხით 1,5 ჭ მდუღარე წყალი, გააცივეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 2-3-ჯერ. ასფურცელაში არსებული მწებავი ნივთიერებები აცხრობს ანთებას და ანადგურებს კუჭში არსებულ მიკრობებს, თუმცა მისი სმა ორ კვირაზე მეტხანს არ შეი- ძლება, რადგან ტოქსიკურია და დოზის გადაჭარბება სახიფათოა. ორსულებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ასფურცელას ნაყენის სმა დაუშვებელია.

კუჭის წყლულით გამოწვეული ტკივილის დროს აურიეთ ერთმანეთში თითო წილი სააფთიაქო გვირილა და კრაზანა,2ს/კ ნარევს დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი, დადგით სითბოში 1 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა უზმოზე და ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ, თუ ტკივილმა შეგაწუხათ — ძილის წინაც.

ასევე კუჭის ტკივილს უხდება სელის თესლის ნახარშიც. ხარშეთ სელის თესლი წყალში გასქელებამდე და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 5-7-ჯერ ჭამის რეჟიმისგან დამოუკიდებლად. 2-3 მიღების შემდეგ ტკივილმა შესაძლოა გაიაროს, მაგრამ არ შეჩერდეთ, გააგრძელეთ სმა კიდევ 4-5 დღე, რათა ტკივილი აღარ განმეორდეს.

ექიმის კომენტარი: ასფურცელა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-150 სმ, ჰორიზონტალური, დატოტვილი, გახევებული ფესურით. მისი სწორმდგომი ღეროები შიშველი ან ოდნავ შებუსულია. ფოთლები მორიგეობითია, ელიფსური, 20 სმ-მდე სიგრძისა და 3-10 სმ სიგანის, ორმაგფრთისებრდანაკვთული. ასფურცელა ყვავილობს ივლის-სექტემბერში, თესლი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.

გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, ქვიშიან კარიერებში, ნაგვიან ადგილებზე. ნედლეულად ამზადებენ ასფურცელას ყვავილედს ყვავილობის პერიოდში, ჭრიან კალათა ყვავილედს 2 სმ-ის სიგრძეზე. აშრობენ ჩრდილში (სხვენზე, ფარდულში ან საშრობებში), კარგი ვენტილაციის პირობებში. ასფურცელას ყვავილედი შეიცავს ფლავონოიდებს (ლუტეონს, კვერცეტინს), ეთერზეთს (2%-მდე), რომლის შემადგენლობაში შედის ტუიონი, ქაფური, ტუიოლი, ალკალოიდები, სათრიმლავი და მწარე ნივთიერებები. ხალხურ მედიცინაში ასფურცელას ნაყენი გამოიყენება მრგვალი ჭიების დასაყრელად, ციების საწინააღმდეგოდ, ნერვული აგზნების, ნაწლავების ზოგიერთი დაავადების დროს. მედიცინაში ასფურცელას პრეპარატებს იყენებენ ღვიძლის, ნაღვლის სადინარების, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ენტეროკოლიტების დროს, კუჭისა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. და ასფურცელას ნაყენი ხალხურ მედიცინაში ასევე გამოიყენება აბაზანებისა და საფენების სახით სახსრების ანთების დროს (რევმატიზმი, ნიკრისის ქარები). ნაყენს გააჩნია აგრეთვე ანტიმიკრობული თვისებები, ამიტომ მას იყენებენ ძველი ჭრილობებისა და წყლულების მოსაწმენდად.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია