ეს 4 რეცეპტი პანკრეასის განკურნებაში დაგეხმარებათ. ამას ექიმებისგან ვერ გაიგებთ!

1804

ეს 4 რეცეპტი პანკრეასის განკურნებაში დაგეხმარებათ. ამას ექიმებისგან ვერ გაიგებთ!

პანკრეასი ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, გარკვეულწილად პასუხისმგებელია როგორც საჭმლის მონელებაზე, ასევე მეტაბოლურ პროცესებზე. იგი გამოყოფს პანკრეასის წვენს, რომელიც აუცილებელია მონელების, გლუკაგონისა და ინსულინისთვის.

ამრიგად, პანკრეასი საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანოა და მისი ფუნქციონირების დარღვევებს თან ახლავს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარება. მაგალითად, ფსორიაზი, პანკრეატიტი, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.

თუ პანკრეასზე პრობლემა გაქვთ და მისი მკურნალობა გსურთ, გთავაზობთ შემდეგ რეცეფტებს:

რეცეპტი 1: პანკრეასის სამკურნალოდ შესანიშნავია კამის თესლი. 1 ჩ.კ კამის თესლს დასხით 1 ჭიქა წყალი. ერთი საათის შემდეგ გაწურეთ და მზადაა. მთელი მოცულობის გამოყენება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში, ცოტ-ცოტა დალიეთ.

რეცეფტი 2: მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებაა შვრია, რომელიც აუცილებლად უნდა მოიხმაროთ. უძველესი დროიდან შვრიის ფაფა სასარგებლოდ ითვლებოდა ხალხურ მედიცინაში. რეკომენდებულია პანკრეასის სამკურნალოდ მისი მიღება ჩვეულებრივი ფორმით, წყლით დამზადებული ფაფა ზეთისა და მარილის დამატების გარეშე. საჭიროა მისი მიღება კვირაში რამდენჯერმე, ამ კერძისგან შემდგარი საუზმე განსაკუთრებით სასარგებლოდ ითვლება. რა თქმა უნდა, ასეთი საკვები ძალიან მალე ხდება მოსაწყენი, თუმცა ფაფა შეგიძლიათ შეცვალოთ შვრიის ინფუზიით, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: შვრიის ნახარშს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი საათი. რის შემდეგაც უნდა გაწუროთ და დალიოთ დღეში 3ჯერ ნახევარი ჭიქა.

რეცეფტი 3: შესანიშნავი ხალხური საშუალებებია ლიმონი, ოხრახუში და ნიორი, რომელთა საფუძველზე მზადდება პანკრეასის მკურნალობის შემდეგი წამალი. აიღეთ 1კგ ლიმონი( კურკები გამოაცალეთ), 300გრ ნიორი და ოხრახუში. გაატარეთ ყველაფერი ხორცსაკეპ მანქანაში. ნარევი მზად არის, გადაიტანეთ ქილაში და შედგით მაცივარში. ნარევი უნდა მიიღოთ 1 ჩ.კ დღეში ერთხელ ჭამამდე 15 წუთით ადრე.

რეცეფტი 4: შემდეგი წამალი საღამოს უნდა მოვამზადოთ, რისთვისაც გვჭირდება კეფირი ნახევარი ლიტრი, ასევე ერთი ჭიქა წიწიბურა. გარეცხეთ წიწიბურა, შემდეგ დააახით კეფირი და გააჩერეთ. 12 საათის შემდეგ, მიღებული ნარევი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაგან ერთი უნდა მიირთვათ საუზმეზე, ხოლო მეორე სადილზე. სასარგებლო იქნება მისი მიღება სხვა საჭმლის გარეშე მინიმუმ ორი დღის განმავლობაში, შემდეგ შეგიძლიათ ლანჩზე მიირთვათ ორთქლზე შემწვარი ბოსტნეული. ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ ხილიც. ასეთი დიეტა უნდა დაიცვათ 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც, შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ ყველაფერი.

Facebook კომენტარები