მათი გამოყენების შემდგომ წამლები აღარც კი დაგჭრდებათ! გთავაზობთ წნევის დამწევ ბუნებრივ საშუალებებს, რომელიც ასევე შეამცირებს გულის ფრიალს.

767

მათი გამოყენების შემდგომ წამლები აღარც კი დაგჭრდებათ! გთავაზობთ წნევის დამწევ ბუნებრივ საშუალებებს, რომელიც ასევე შეამცირებს გულის ფრიალს.

გთავაზობთ წნევის დამწევ ბუნებრივ საშუალებებს. მეც გატანჯული ვიყავი მაღალი წნევით. თუმცა მეზობელმა მასწავლა წამალი, რომელმაც საგრძნობლად გამიუმჯობესა მდგომარეობა, ყველაფერი ძალიან მარტივად მოსამზადებელი და ხელმისაწვდომია:

ამისათვის კი საჭიროა, რომ მაგნოლიის ფოთლები ჩაყაროთ ქილაში და დაასხათ არაყი (250 გ არაყი 50 გ ფოთოლზე). დაახურეთ სახურავი და ერთი კვირით ბნელ ადგილას დადგით. ნაყენი უნდა სვათ 20-30 წვეთი სამჯერ დღეში, ერთი თვე მაინც. შემდეგ ცოტა ხანს შეისვენოთ და ისევ განაგრძოთ მიღება. ამ რეცეპტის გარდა, ძალიან მიხდება უნაბი, რომელსაც ვჭამ ხოლმე 20-20 ცალს სამჯერ დღეში, 2-3 კვირის განმავლობაში. აგრეთვე, კარგია ნიახურის ნაყენი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ნიახური ძირიანი უნდა იყოს.

ასევე გირჩევდით, რომ რამდენიმე ცალი მიხაკის თესლი დაფხვენით და აურიეთ ერთ ჭიქა მაწონში — წნევა მოგიწესრიგდებათ. ყველა ეს რჩევა არაერთხელაა წარმატებით გამოცდილი, ამიტომაც მინდა რაც შეიძლება ბევრმა შეიტყვოს მათ შესახებ! იქნებ მათაც ისევე არგოთ, როგორც ეს ჩემს შემთვევაში აღმოჩნდა.

მათი გამოყენების შემდგომ წამლები აღარც კი დაგჭრდებათ, უბრალოდ სცადეთ და ჩვენი მადლიერნი დარჩებით.

ექიმის კომენტარი: მაგნოლია მარადმწვანე ხეა, რომელიც ჩვენში შავი ზღვის სანაპიროზე ხარობს. აქვს მოგრძო, პრიალა ფოთლები და სურნელოვანი ფიალისებრი ყვავილები. მაგნოლიის ფოთლები სამკურნალო მიზნით უნდა მოიკრიფოს ყვავილობის პერიოდში ანუ მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. მცენარე მდიდარია ქიმიურად აქტიური ნივთიერებებით. ფარმაკოპეაში იგი აღნუსხულია, როგორც ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) ეფექტიანი საშუალება. მკითხველის მიერ მოწოდებულ

რეცეპტში აღწერილია ფოთლების თხიერი ექსტრაქტის დამზადების წესი. აღნიშნული პრეპარატი არა მხოლოდ წნევას მოგიწესრიგებთ, არამედ შეამცირებს გულის ფრიალს, მოგიხსნით ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებას გულის არეში. ნიახურის წნევის დამწევი ეფექტი მის შარდმდენ თვისებებზეა დამყარებული. მიხაკს კი, როგორც ცნობილია, სპაზმების მომხსნელი თვისებები აქვს. იგი ხსნის ბრონქოსპაზმს (ასთმური შეტევების დროს), აგრეთვე, სისხლძარღვთა სპაზმებს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია