გახანგრძლივებული ხველისას ყოველთვის ხალხურ საშუალებებს ვიყენებ, მედიკამენტების ეფექტს კი ნამდვილად სჯობნის ეს . .

566

გახანგრძლივებული ხველისას ყოველთვის ხალხურ საშუალებებს ვიყენებ, მედიკამენტების ეფექტს კი ნამდვილად სჯობნის ეს . .

გაციების შემდეგ ხშირად გვრჩება ხოლმე ხველა რამდენიმე კვირის და ზოგჯერ თვის განმავლობაში. ექიმმა — ნარჩენი მოვლენებიაო და მირჩია, გამეგრძელებინა წამლების სმა. მე კი არ მიყვარს ხანგრძლივად ქიმიური პრეპარატების მიღება. ამიტომ

გახანგრძლივებული ხველისას ყოველთვის ხალხურ საშუალებებს ვიყენებ. აი, ერთი ასეთი რეცეპტი: I ჭიქა თაფლს დაამატეთ 2ჩ/კ ალოეს წვენი და 6 ს/კ ვაშლის ძმარი, კარგად აურიეთ და მიიღეთ 2-2 ჩ/კ 3-4-ჯერ დღეში. სხვათა შორის, როცა პირველად გამოვიყენე ეს საშუალება, მოულოდნელად აღმოვაჩინე მისი კიდევ ერთი სამკურნალო ეფექტი წამლის მიღების შემდეგ შემიმცირდა სახსრების ტკივილი, რომელიც დიდი ხანია მაწუხებდა. მივხვდი, რომ ვაშლის ძმრისა და თაფლის ნარევი სახსრების ანთების სამკურნალო საშუალებაცაა.

დაჟეჟილობის, ნაღრძობისა და დაჭიმულობის დროს საკმაოდ ეფექტიანია ეს რეცეპტი: 1 ჭიქა შემთბარ ვაშლის ძმარს დაამატეთ 1 ჩ/კ მარილი და 2 წვეთი იოდი. ბამბის ნაჭერი დაასველეთ ამ ხსნარში, მსუბუქადგაწურეთ, დაიფინეთ ნატკენ ადგილზე, ზევიდან დაიდეთ ყინულის ნატეხები, შემდეგ პოლიეთილენი დაიფინეთ და გადაიხვიეთ პირსახოცით. 10-15 წუთში კომპრესი მოიხსენით. თუ პროცედურას რამდენჯერმე გაიმეორებთ, ნებისმიერი ტრავმა მალე მოგიშუშდებათ და ჩალურჯებებიც მალე გაქრება, თანაც არავითარი წამალი არ დაგჭირდებათ. ვაშლის ძმრის მიღების შემდეგ პირში აუცილებლად გამოივლეთ წყალი, რადგან ძმარი კბილის მინანქარს აზიანებს.

ექიმის კომენტარი: ვაშლის ძმარს საკმაოდ ხშირად იყენებენ ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. იგი მდიდარია ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებით: კალიუმით, კალციუმით, ნატრიუმით, რკინით, მაგნიუმით. ვაშლის ძმარი აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ანადგურებს პათოგენურ მიკრობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, კარგ ეფექტს იძლევა მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს. ვაშლის ძმრის სამკურნალო ეფექტი დიდწილად განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით კალიუმის შემცველობასთან.

ორგანიზმში კალიუმისა და ნატრიუმის თანაფარდობას დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალური მუშაობისათვის. კალიუმი ანეიტრალებს ნატრიუმის მავნე გავლენას ორგანიზმზე და აწესრიგებს არტერიულ წნევას. ეს მინერალი ხელს უშლის სითხის შეკავებას ორგა- ნიზმში და ამცირებს შეშუპებას. 9 ვაშლის ძმარი ასევე აწესრიგებს ენერგეტიკულ დარღვევებს, ხსნის მეხსიერების დაქვეითების ნიშნებს, შველის ქრონიკულ დაღლილობას. ვაშლის ძმარს იყენებენ აგრეთვე გასახდომი დიეტების რაციონთან ერთად.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია