ნაყენი, რომლის მიღების შემთხვევაშიც 70 წლისას ისეთივე კარგი მეხსიერება გექნებათ, როგორც 25 წლის ასაკში!!

3822

ნაყენი, რომლის მიღების შემთხვევაშიც 70 წლისას ისეთივე კარგი მეხსიერება გექნებათ, როგორც 25 წლის ასაკში!!

ნაყენი, რომელიც პოპულარობით ნამდვილად სარგებლობს ადამიანთა იმ კატეგორიაში, ვისაც სხვადასხვა დაავადების თავიდან აცილება და უბრალოდ სიცოცხლის გახანრგძლივება სურს! თან ეს ნაყენი დაფუძნებულია ყველასათვის კარგად ნაცნობ პროდუქტზე და ესაა ნიორი

იგი დაგეხმარებათ ტვინის აქტივობის შემცირების, ათეროსკლეროზის, ქრონიკული დაღლილობის, ასაკოვანი სმენის დაქვეითების და ნაწლავების ცუდი მუშაობის დროს. ნივრის ნაყენის სრული კურსის შემდეგ ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ გონებრივი აქტივობის გაზრდა, შრომისუნარიანობის, ზოგადი განწყობის გაუმჯობესება და წონის შემცირება აღინიშნება. მკურნალი ექიმი ნამდვილად ადასტურებს ამ ფაქტს იმის საფუძველზე, რომ სისხლძარღვების გლობალური გაწმენდის დროს ტვინის აქტივობის ზრდის ხარჯზე ამის მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია. მოკლედ, ისეთივე ამაღლებულ განწყობაზე იქნებით, როგორც ახალგაზრდობაში!

ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 96 გრადუსიანი 0,5 ლ სპირტი და 350 გრ დაქუცმაცებული ნიორი (უბრალოდ დანით წვრილად დაჭრილი ან სანაყში დანაყული)

სპირტი და ნიორი ერთმანეთს აურიეთ და მზის სინათლისგან მოშორებულ ადგილას 10 დღე შეინახეთ, რომ დაყენების შესაძლებლობა ჰქონდეს. დათქმული ვადის გასვლის შემდეგ ნიორი საწურში გადაწურეთ და სპირტიანი ბოთლი ბნელ ადგილას რამდენიმე დღე შეინახეთ.

სამკურნალო ნაყენის მიღება იწყება შემდეგი მეთოდით:

პირველ დღეს დილით 1 წვეთი დალიეთ, სადილობისას – 2 წვეთი და საღამოს – 3 წვეთი.

მეორე დღეს დილით 3 წვეთის მიღებით დაიწყეთ, სადილობისას – 4 წვეთი, ვახშმისას 5 წვეთი ნაყენი დალიეთ.

მესამე დღეს დილით 5 წვეთი დალიეთ, სადილობისას – 6 წვეთი და ვახშმობისას – 7 წვეთი.

მეოთხე დღეს მკურნალობა 7 წვეთი ნაყენით დაიწყეთ, სადილობისას 8 წვეთი მიიღეთ, ხოლო ვახშმობისას – 9 წვეთი, მეხუთე დღეს 10 წვეთით დაიწყეთ, სადილობის დროს 11 წვეთი ნაყენი დალიეთ და ვახშმობისას 12 წვეთი.

მკურნალობის მეექვსე დღეს კი უკვე დილით 15 წვეთი დალიეთ, სადილობისას 14 წვეთი და ვახშმობისას 13 წვეთი. ამ დღიდან წვეთობით მისაღები ნაყენის რაოდენობა შეამცირეთ, სანამ მკურნალობის მეათე დღეს ვახშმობისას 1 წვეთამდე არ დახვალთ.

მე-11 დღეს ნივრის ნაყენი 50 მლ (ზუსტად 3 ს/კ) რძეში გააზავეთ და დღეში 3-ჯერ დალიეთ. ყოველ ჯერზე, 25 წვეთი ნივრის ნაყენი დაუმატეთ.

ნაყენის დასრულებამდე გააგრძელეთ სამკურნალო კურსი. რეკომენდებულია, რომ კურსი 5 წელში კვლავ გაიმეოროთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნივრის ნაყენის მიღება არ შეიძლება, თუ გასტრიტი, კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობა და კუჭის წყლული გაწუხებთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია