თაფლი დაგეხმარებათ სახის კანის გაუმჯობესებაში. კანის ყველა პრობლემას დაგავიწყებთ

1046

თაფლი დაგეხმარებათ სახის კანის გაუმჯობესებაში. კანის ყველა პრობლემას დაგავიწყებთ

თაფლს ძირითადად ვიყენებთ სამზარეულოში, როგორც ბუნებრივი დამატკბობელი. მაგრამ ამის გარდა, მისი გამოყენება შეიძლება ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თაფლს შეუძლია გაზარდოს ენერგია, დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე, აუმჯობესებს მომნელებელ სისტემას და გვიწესრიგებს უძილობას.

ჯანმრთელობის მრავალ სარგებელთან ერთად, თაფლი იდეალურია სილამაზისთვის. მისგან მზადდება სახის ნიღბები. თაფლის ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი თვისებების მეშვეობით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი კანისა და თმის სტრუქტურა.

თუ თქვენ ეძებთ შეღავათიან ფასად მზის დამწვრობის, მშრალი თმის, აკნეს ან ქერტლის მოსაშორებელ საშუალებას, მაშინ თაფლი მშვენიერი გამოსავალია. მას შეუძლია მოგიგვაროთ ყოველდღიური სილამაზის პრობლემები.

და კონკრეტულად რის გასაუმჯობესებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ თაფლი?

  1. შლის ნაწიბურებს.

ნებისმიერი ზომის ან ფორმის ნაწიბურები შესახედავად ულამაზოა. თუ ნაწიბური სხეულის ხილულ ნაწილზეა, ბევრი ადამიანი ეძებს მის მოსაშორებლად სწრაფ გზებს. მიუხედავად იმისა, რომ ნაწიბურების განკურნება ძნელია, შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი მათი ზომის შესამცირებლად.

თაფლი აძლიერებს ქსოვილების შეხორცებას და რეგენერაციას.იგი ხელს უწყობს კანის უჯრედების აღორძინებას. ყველა ეს ფაქტორი ერთად მუშაობს ნაწიბურების შესამცირებლად.

როგორ მოვამზადოთ თაფლით ნიღაბი ნაწიბურების მოსაშორებლად:

აურიეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი და კარაქი. დაუმატეთ ქოქოსის ზეთი ან ზეითუნის ზეთი. მიღებული ნარევით დაიმასაჟეთ ნაწიბურები 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეიხვიეთ დამასაჟებული ადგილი თბილი ქსოვილით. ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ.

  1. მკურნალობს ფსორიაზს

ფსორიაზი არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს კანის უჯრედებზე. ეს იწვევს სიწითლეს, ბუშტუკებს, ქავილს და დაზიანებებსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ თაფლი ვერ კურნავს ამ მდგომარეობას, მას შეუძლია დააწყნაროს კანი, შეამციროს ანთება და დაიცვას დაზიანებული კანი ინფექციისგან.

თაფლი ასევე დაგეხმარებათ კანის სიმშრალისა და აქერცვლისგან.

მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ 1 ჩ/კ თაფლი, 1ჩ/კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ/კ ფუტკრის ცვილი. შეათბეთ, სანამ ფუტკრის ცვილი არ დადნება. აურიეთ ნარევი კარგად და დაელოდეთ გაცივებას. შემდეგ კი წაისვით დაზიანებულ ადგილას ლოსიონის სახით დღეში რამდენჯერმე.

3. უმკურნალებს მცირე ჭრილობებს 

თაფლი ასევე გამოიყენება მცირე ჭრილობების სამკურნალოდ, რადგან ის ეფექტური ბაქტერიული მკვლელია. ის ხელს უწყობს დაზარალებული ადგილიდან სითხის მოცილებასვდა ხელს უწყობს შეხორცების დროის დაჩქარებას. ეს კი ხელს უშლის მიკროორგანიზმების ზრდას და ამცირებს ინფექციის რისკს.

მცირე ჭრილობის დროს გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის მანუკას თაფლი. დაზარალებულ ადგილზე წაისვით თაფლის სქელი ფენა. რამდენიმე საათის განმავლობაში შეიხვიეთ მტკივანი ადგილი. შემდეგ მოიშორეთ ქსოვილი და გაიწმინდეთ ჭრილობა ნამიანი ნაწერით. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.

4. ებრძვის აკნეს.

მუწუკები წარმოიქმნება ზედმეტი ზეთის წარმოების და კანის ფორებში ზეთში გაჟღენთილი მტვრის გამო, რაც ბაქტერიებისთვის კომფორტულ ნიადაგს ქმნის. თაფლს შეუძლია შეამციროს გამონაყარის სიმპტომები და თავიდან აიცილოს ინფექცია.

წაისვით თაფლი თქვენს აკნეზე და მათ გარშემო. გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ.

5. ანელებს კანის დაბერებას.

თაფლი ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა, ის იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან და უჯრედების დაზიანებისგან. თავისუფალი რადიკალები აჩქარებენ დაბერების პროცესს და ხელს უწყობენ ნაოჭებს, წვრილ ხაზებსა და კანის დაძაბვას.

თანაბრად შეურიეთ თაფლი და სუფთა ლიმონის წვენი. წაისვით სახისა და კისრის მიდამოებში. გამოიყენეთ ეს კანის მოვლის საშუალება კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

ასევე, კარგად აურიეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და ავოკადო. თითების გამოყენებით წაისვით ნიღაბი სახესა და კისერზე.გაიჩერეთ მინიმუმ 30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ.

Facebook კომენტარები