მანდარინის ქერქის სასწაული შედეგები ბრონქიტისა და ხველის დროს
მანდარინი არის ციტრუსი, რომელიც გვაწვდის ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების უხვ მარაგს.
მანდარინის კანი შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც გამოიყენება პარფიუმერულ და კანის მოვლის საშუალებებში. მაგრამ ბევრმა არ იცის ამ გემრიელი ციტრუსის ერთ-ერთი თვისება, რომელიც მის ქერქში იმალება.
მანდარინის კანი შეიცავს ბევრ სარგებელს, რაც დაგეხმარებათ ქოლესტერინის, სისხლში შაქრის გაუმჯობესებაში და ასევე ჯანმრთელი ღვიძლის შენარჩუნებაში. არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლებიც აჩვენებს, რომ კანი სასარგებლოა თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის, რაც საშუალებას გაძლევთ მსუბუქად გადაიტანოთ ცხიმიანი საკვები.
წარმოგიდგენთ რამოდენიმე დაავადებას, რომლის მკურნალობაც შეგიძლიათ მანდარინის ქერქის დახმარებით.
ბრონქიტი:
დაამატეთ ორი სუფრის კოვზი მანდარინის ცედრა 1 ჭიქა ადუღებულ წყალს, გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში და შემდეგ დალიეთ. მისი მიღება შეგიძლიათ დღეში სამჯერ. ამის მეშვეობით შეგიძლიათ სწრაფად და ბუნებრივად აღმოფხვრათ ბრონქიტი.
ხველა:
გაფრცქვენით მანდარინი. კანი გამოაშრეთ და შემდეგ დაფქვით. მიღებული ნაფხვენიდან აიღეთ ორი სუფრის კოვზი კანი, ჩაყარეთ 1ჭიქა ცხელ წყალში და დატოვეთ გრილ ადგილას ერთი კვირის განმავლობაში, დროის გასვლის შემდეგ მიიღეთ მხოლოდ 20 წვეთი სითხე გახსნილი 1 ჭიქა წყალში. ეს მეთოდი გაიმეორეთ ყოველი ჭამის წინ დღეში სამჯერ.
ცხვირის შეშუპება:
ვიწრო კისრით თასში ჩაყარეთ რამდენიმე ახალი მანდარინის კანი, დაამატეთ მდუღარე წყალი.
გაითვალისწინეთ! თქვენ უნდა ისუნთქოთ ორთქლი მინიმუმ 10 წუთი.
კვების პრობლემები:
ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაგჭირდებათ გამომშრალი და დაფქვილი მანდარინის ქერქი. დაფქვილი ქერქი დაამატეთ ნებისმიერ კერძს. ამ გზით ის დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კუჭის ტკივილი ან მეტეორიზმი.
ჰიპერტენზია და ტაქიკარდია:
სამ ლიტრ წყალს დაუმატეთ ერთი ჭიქა ახალი მანდარინის კანი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. გაწურეთ და გამოიყენეთ ინფუზია თბილი აბაზანის მიღების დროს. ჩვენ გირჩევთ ამ აბაზანის მიღებას ყოველ მეორე დღეს.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.