როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები ხელებიდან სახლის პირობებში

1729

როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები ხელებიდან სახლის პირობებში

მეჭეჭები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემაა, განსაკუთრებით მოზარდებში. სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების 75% ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია მეჭეჭები.

დღეისათვის დამტკიცებულია, რომ მეჭეჭი არის კანის კეთილთვისებიანი ნეოპლაზმა, გამოწვეული ადამიანის პაპილომავირუსით (HPV). უფრო მეტიც, გამოვლენილია სხვადასხვა ტიპის ვირუსი, რომელიც იწვევს ამა თუ იმ ტიპის მეჭეჭებს. მეჭეჭების ორი ყველაზე გავრცელებული ტიპია:

ჩვეულებრივი მეჭეჭები (შემთხვევათა დაახლოებით 65–70%), ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა. ისინი ნაცრისფერ-თეთრია და გლუვ  კვანძებად გვევლინება. ჩვეულებრივი მეჭეჭების ზედაპირზე შეიძლება იყოს ისეთი წარმონაქმნები, რომლებიც ყვავილოვანი კომბოსტოს ჰგავს. დაზიანებების ლოკალიზაცია - ყველაზე ხშირად თითებზე, ხელის გარე ზედაპირზე ან სახეზეა. ისინი ასევე გვხვდება სხეულზე.

პლანტარული მეჭეჭები (შემთხვევათა დაახლოებით 30%) ჩნდება ფეხის ტერფებზე, უმეტესად გაზრდილი ოფლიანობის მქონე ადამიანებში. ეს არის მკვრივი ფორმირებები ბინძური ნაცრისფერი ფერით და არათანაბარი, მუწუკებიანი ზედაპირით. ხელის დაჭერით ისინი მტკივნეულია და ამით სერიოზულ უხერხულობას იწვევს სიარულის დროს.

დღეისათვის ამ დაავადების მკურნალობის მრავალი გზა არსებობს, როგორც სამედიცინო, ასევე ხალხური მეთოდებით. ზოგი მათგანი ეხმარება, ზოგი კი ვერა. ამ სტატიაში აღწერილი მეთოდი ძალიან მარტივი, სწრაფია და ეფექტურია.

აი, როგორ უნდა მოიცილოთ მეჭეჭები ხელებზე 3 დღეში:

ხელებზე მეჭეჭების სამკურნალოდ გვჭირდება ნიორი. თითოეულ კბილს ვწმენდთ და დანით ვჭრით შუაზე. შემდეგ კბილის ნახევარს დავადებთ მეჭეჭებზე. ასე გააკეთეთ ყველა მეჭეჭზე. რამდენიმე ხნის შემდეგ იგრძნობთ მცირე წვის შეგრძნებას, რაც ნიშნავს, რომ მკურნალობა დაწყებულია. შემდეგ შეიხვიეთ რბილი ნაჭრით. გაიჩერეთ ერთი ღამით.

მეორე დღეს მოიხსენით ნაჭერი და ნახავთ, რომ მეჭეჭები იწყებენ დაპატარავებას. გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-5 დღის განმავლობაში და მეჭეჭები სამუდამოდ გაქრება ხელებიდან.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია