ნუ შეიძენთ აბებს, თუ სახლში კამა მოგეპოვებათ. მას დაუჯერებელი სამკურნალო თვისებები აქვს

8141

ნუ შეიძენთ აბებს, თუ სახლში კამა მოგეპოვებათ. მას დაუჯერებელი სამკურნალო თვისებები აქვს

კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

მკურნალობა კამით:

თუ უძილობა გაწუხებთ, ერთ სუფრის კოვზ კამის გამხმარ თესლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. გადაწურულ ნაყენს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს ეს ნაყენი უნდა მიიღოთ 3-4-ჯერ დღეში 2 სუფრის კოვზი, მეტეორიზმის დროს კი – ნახევარი ჭიქა ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 2-ჯერ.

ჰიპერტონიული დაავადების დროს კარგი იქნება, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიირთვათ 1 ჩაის კოვზი კამის მწიფე გამომშრალი ნაყოფი, დააყოლოთ 1/4 ჭიქა თბილი წყალი და კამის ნახარში. ამ უკანასკნელის მოსამზადებლად 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კამას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთს ადუღეთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და მიღებული სითხე თავდაპირველ ოდენობამდე შეავსეთ ანადუღარი წყლით.

კენჭები ნაღვლის ბუშტში: კამა ნაღვლკენჭოვან დაავადებას ებრძვის. 1 ჩ/კ კამის თესლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ, 2 საათით შეფუთეთ, გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. შეგიძლიათ ფილტვების და სასუნთქი გზების დაავადების დროს ამოსახველებელ საშუალებად გამოიყენოთ.

კამას სადეზინფექციო თვისებები უდავოა. მისი თესლების ნახარში კონიუნქტივიტის, კანის ჩირქოვანი დაავადების დროს ძალიან ეფექტურია. ამ დაავადების დროს სახვევებს ხშირად იყენებენ.

კამის თესლი ხველას შესანიშნავად უმკლავდება. ასევე შესანიშნავი საშუალებაა კოლიკის დროს. მეძუძურე დედები მისი დახმარებით ლაქტაციას ზრდიან. ორსულობის ადრე ეტაპზე კამის თესლმა შეიძლება მენსტრუაცია გამოიწვიოს.

შეკრულობის დროს ინფუზიაც დაგეხმარებათ. 10 გრ ანისულის თესლი, 20 გრ ხეჭრელის ქერქი, შავი მოცვის ყვავილები და კამის ნაყოფი დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10-15 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და სადილის შემდეგ დალიეთ. ნაყენის მიღება ვახშმის შემდეგ გააგრძელეთ.

საშარდე გზების დაავადებების (ცისტიტი, პიელონეფრიტი, ურეტიტი, თირკმელკენჭოვანი დაავადება) დროს ნაყენს იღებენ 5-6-ჯერ დღეში, 30-50 მილილიტრის ოდენობით. როგორც შარდმდენს, მას სვამენ ნახევარ ჭიქას 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. ერთი სუფრის კოვზი ნაყენი ჭამამდე 15 წუთით ადრე უნდა მიიღოთ ანთებითი პროცესების ჩასაქრობად, ასევე, როგორც ამოსახველებელი და დამამშვიდებელი საშუალება, ძალიან კარგია მეტეორიზმის (გაზების დაგროვების) დროს.

 

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია