7 აუცილებელი ვიტამინი 40 წლის შემდეგ!

1560

7 აუცილებელი ვიტამინი 40 წლის შემდეგ!

ვიტამინები და საკვები ნივთიერებები არის ის, რაც გვჭირდება ჯანმრთელი სხეულის შენარჩუნებაში. მათი მიღების საუკეთესო გზაა ჯანსაღი კვების რაციონი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 40 წლის ასაკში, რადგან ამის  შემდეგ ჩვენი სხეული ყველაზე მეტად იცვლება.  ადამიანის ორგანიზმი 40 წლის შემდეგ ისე ვეღარ მუშაობს როგორც 20 წლის ასაკში. კუნთები უარესდება, ხდება წონაში სწრაფი მატება და იზრდება დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადებები და კიბო.

გარდა ჯანსაღი საკვების მიღებისა აუცილებელი ვიტამინების უზრუნველსაყოფად, ვიტამინებისა და მინერალების ათვისების კიდევ ერთი კარგი საშუალებაა ვიტამინების დამატება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინები, რაც გვჭირდება ჯანმრთელი ორგანიზმისთვის შესანარჩუნებლად.

ვიტამინი B12

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომელიც ჩვენ გვჭირდება ტვინის მუშაობის გაუმჯობესებისა და სისხლის ნორმალური მოძრაობისთვის. ბავშვები და მოზარდები მას მოიხმარენ ძირითადად ცხოველური წარმოშობის საკვების საშუალებით: კვერცხი, თევზი, ქათამი და რძის პროდუქტები, მაგრამ როდესაც 40 ან 50 წლის ასაკს დავიწყებთ, კუჭის მჟავას დონე იკლებს.

თქვენ უნდა დაიწყოთ ფიქრი დანამატის მიღებაზე. 2,4 მგ დღეში არის რეკომენდებული როგორც საკვები დანამატი.

კალციუმი

სანამ 30 წელს მივაღწევთ, კალციუმის უმეტეს ნაწილს ვითვისებთ, ამიტომ ეს გვეხმარება ძვლების გაჯანსაღებაში. კალციუმი გვჭირდება კუნთების კარგი შეკუმშვის, ნერვებისა და გულის მუშაობისთვის და ა.შ. დღეში 1000 მგ-მდე 40-დან 50 წლამდე ქალებისთვის საკმარისია, ხოლო 50 წელზე მეტი ასაკის ქალებისთვის - 1200 მგ. მიირთვით უამრავი კალციუმით მდიდარი საკვები, როგორიცაა ბროკოლი, ნუში, რძის პროდუქტები, ტოფუ, ისპანახი და სარდინი.

ვიტამინი D

D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია 40 წლის ასაკის შემდეგ. თუ ამ ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, მსხვადასხვა დაავადების რისკი იზრდება: გაფანტული სკლეროზი, მკერდისა და მსხვილი ნაწლავის კიბო, დიაბეტი, გულის დაავადება და ა.შ.

შეგიძლიათ მიიღოთ ეს ვიტამინი რძის პროდუქტებით გამდიდრებული მარცვლეულიდან, მაგრამ საუკეთესო წყარო ნამდვილად მზის ზემოქმედებაა. 

მაგნიუმი

მაგნიუმი არტერიული წნევის დარეგულირებაში გვეხმარება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია 40 წლის ასაკის შემდეგ. თუ მაგნიუმის დეფიციტი გაქვთ, თქვენ იმყოფებით ანთების, დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკის შემცველ ადამიანებთა სიაში. მაგნიუმი ეხმარება ჩვენს სხეულს კალციუმის კარგად ათვისებაში და დიდ როლს თამაშობს კუნთების, ნერვებსა და გულის მუშაობაში, მაგრამ ასევე აკონტროლებს სისხლში გლუკოზის დონეს.

მაგნიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს  თხილი, ავოკადო, თესლი, ლობიო და სოიო. მისი ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს: გულისრევა, კრუნჩხვები ან დიარეა.

კალიუმი

კალიუმი ძალზე მნიშვნელოვანია დაბალანსებული არტერიული წნევისთვის. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, კალიუმის უფრო მეტმა მიღებამ საკვებიდან შეიძლება შეამციროს ინსულტის რისკი.

თქვენ მაინც ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი კალიუმი, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს თქვენი გული და ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. მისი მიღება შეგიძლიათ ისეთი საკვებიდან, როგორიცაა ბანანი, ოსპი, ტკბილი კარტოფილი და ლობიო.
სწორი დოზირებისთვის სასურველია ექიმთან ვიზიტი.

ომეგა 3

ომეგა -3 ძალიან სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებია, რომლებიც სავსეა ჯანმრთელობის სარგებელით. ისინი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ტვინისა და გულისთვის. ისინი გვეხმარებიან გულის დაავადებების შემცირებაში, არტერიული წნევის და LDL ("ცუდი") ქოლესტერინის შემცირებაში. ასევე გვეხმარება  მეხსიერების შენარჩუნებაში.

ომეგა -3 შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი საკვებიდან, როგორიცაა სელის თესლი, ფოთლოვანი ბოსტნეული, თევზი და კაკალი, მაგრამ შეგიძლიათ დანამატების მიღებაც. თუ ჯანმრთელი ხართ, უნდა მიიღოთ მინიმუმ 500 მგ. მიიღეთ 800-დან 1000 მგ-მდე გულის დაავადებების დროს და
2000-დან 4000 მგ-მდე ტრიგლიცერიდების მაღალი დონისთვის.
სწორი დოზირებისთვის მიმართეთ ექიმს.

პრობიოტიკები

პრობიოტიკები ძალიან მნიშვნელოვანია, თუ 40 წლის ხართ. ისინი გვეხმარებიან წონის დაკლებაში ასევე ამცირებენ ინსულტს, დიაბეტს, გულის დაავადებებსა და ა.შ.

პრობიოტიკების მიღება შეგიძლიათ რძისა და ფერმენტირებული სოიოს პროდუქტებისგან. ისინი ასევე დაგეხმარებათ დიარეის წინააღმდეგ ბრძოლაში.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია