Ბუნებრივი საშუალებები ღრძილებიდან სისხლდენის დროს

1213

Ბუნებრივი საშუალებები ღრძილებიდან სისხლდენის დროს

ღრძილებისთვის სასარგებლო პროდუქტები:

ციტრუსოვნები – მათში მაღალია C ვიტამინის შემცველობა, რომელიც გამაჯანსაღებლად მოქმედებს ღრძილების ლოროწოვანი გარსზე;

მწვანილი და რძის პროდუქტები – მათში შემავალი ვიტამინი K სისხლდენას ამცირებს;

თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები – დიდი რაოდენობით შეიცავენ ფოსფორს, რომელსაც მაღალი ეფექტი აქვს პაროდონტიტის დროს;

ნიორი და ხახვი – მათ შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით თუთია, ძლიერი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო მინერალია;

კაკლოვნები – დიდი რაოდენობით უბიქინონი (Q ვიტამინი), ხელს უშლის კენჭების ჩამოყალიბებას და ანთებით პროცესებს;

ყველი – კალციუმი წყარო, აჯანსაღებს კბილებს და ღრძილებს;

წითელი ღვინო – შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ტანინს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდებიან.

რეცეპტები – ღრძილების სამკურნალოდ

  • 2 სუფრის კოვზ გვირილას გამხმარ ყვავილებს დაასხით 200 გრ. ანადუღებული წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გამოივლეთ პირის ღრუში;
  • ალოეს ფოთოლი კარგად გარეცხეთ, მოაჭერით ეკლები, გაჭერით ორ ფენად და დაიდეთ ღრძილებზე დღეში 5-6 ჯერ;
  • 2 კოვზი მუხის ქერქი 0.5 ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ, გააცერეთ 10 წუთი (თავდახურული), გადაწურეთ, გააგრილეთ და გამოივლეთ 2-3-ჯერ დღეში ნახევარი ჭიქა (100გრ), დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება რეკომენდირებული არ არის (კბილებს გაამუქებს);
  • 1 სუფრი კოვზ გულყვითელას (კალენდულა) 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 30 წუთი და გამოივლეთ.
  • 1 ჩაის კოვზ სალბს (შალფეი) 1 ჭიქა ადურებული წყალი დაასხით, გააგრილეთ, გამოივლით პირში ჭამის შემდეგ;
  • 2 ჩაის კოვზ კორობელას (ლათ. Hypericum androsaemum L, რუს. зверобой) 1 ჭიქა ადურებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 30-40 წუთი და გამოივლეთ;
  • 2 სუფრის კოვზ კრაზანას 200 გრ. ადუღებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 30 წუთი, გამოივლეთ პირის ღრუში;
  • 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, 15 წუთის განმავლობაში 0.5 ლ. წყალში ადუღეთ, გადაწურეთ და რის განმავლობაში რამდენჯერმე გამოივლეთ.
  • ზაფხულში, მრავალძარღვას ფოთლები კარგად გარეცხეთ და ღეჭეთ, 3-4 დღეში რღზილებიდან სისხლდენა შეჩერდება და მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია