თაფლი ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზისა და ვარიკოზის წინააღმდეგ!

1163

თაფლი ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზისა და ვარიკოზის წინააღმდეგ!

თაფლი ძალიან სასარგებლოა გულისთვის, ვინაიდან გლუკოზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი კუნთოვანი ქსოვილებისთვის და ასევე ხელს უწყობს სისხლის შემადგენლობის ნორმალიზებას, გულსისხლძარღვთა ტონუსისა და ჰემოგლობინის შემცველობას სისხლში.

ჰიპრტენზიის დროს

1. შეურიეთ 1 ჭიქა ცხენისწაბლას წვენი, სტაფილოს წვენი, 1 ს.კ თაფლი, 1 ლიმონის წვენი და ერთი ჭიქა ვარდის ინფუზია. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ 2 თვის განმავლობაში.

2. მიიღეთ ჭარხლის წვენი და თაფლი შერეული თანაბარი პროპორციით, 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

3. მოამზადეთ 1 ჭიქა ჭარხლის წვენის, 1 ჭიქა ჭინჭრის წვენი, 1 ლიმონის წვენი და 1 ჭიქა თაფლი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3 ჯერ 2 თვის განმავლობაში.

4. შეურიეთ 1 ჭიქა თაფლი და 1 ლიმონის წვენი, მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ცხელ რძესთან ერთად ძილის წინ.

ათეროსკლეროზის დროს

1. მოამზადეთ თაფლისა და ხახვის წვენის ნარევი 1:1 თანაფარდობით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან 3 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი განაგრძეთ 3 თვე.

სტენოკარდიის დროს

1. აიღეთ 1 ლიტრი თაფლი, 10 ლიმონი და 5 თავი ნიორი. გაწურეთ ლიმონი, გაწმინდეთ ნიორი და გაატარეთ. შეურიეთ ლიმონის და ნივრის წვენი თაფლს, კარგად აურიეთ, შედგით მაცივარში ერთი კვირის განმავლობაში. მიიღეთ ნარევი 4 ჩაის კოვზი (ერთმანეთის მიყოლებით ნელა) დღეში ერთხელ, 1,5-2 თვის განმავლობაში.

გულის იშემიური დაავადებისას

1. აურიეთ 1 ჭიქა ვარდის წვენი, ასკილის წვენი და 1 ჭიქა თაფლი. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

2. 1 ჭიქა გაწმენდილი და გახეხილი ნიორი შეურიეთ 1 ჭიქა თაფლს და გააჩერეთ 7-10 დღის განმავლობაში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამამდე 40 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ 2-3 თვის განმავლობაში.

ვარიკოზული ვენების დროს

1. წაისვით თაფლის ფენა ტილოზე, დაიდეთ ვარიკოზული ვენების არეზე, ზემოდან დაიკარით პლასტირი და შეიხვიეთ. პირველ დღეს გაიჩერეთ კომპრესი 2 საათის განმავლობაში, მეორე და მესამე დღეს 4 საათის განმავლობაში, შემდეგ კი მთელი ღამის განმავლობაში.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია