თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის 5 ყველაზე ეფექტური მეთოდი.

4894

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის 5 ყველაზე ეფექტური მეთოდი.

სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ნაცნობია თავის ძლიერი ტკივილის შეტევები და უეცრად აღმოცენებული თავბრუხვევა. ამ ადამიანთა უმრავლესობა მეხსიერების გაუარესებასაც უჩივის, მაგალითად, ვერაფრით იხსენებს, სად დადო გასაღები ან სხვა წვრილმანი ნივთები, ავიწყდება მნიშვნელოვანი თარიღები და სხვა.

ზოგი ამ სიმპტომებს გადაღლას უკავშირებს, ზოგიც ხუმრობს, სკლეროზი დამეწყოო. აღნიშნული ჩივილების მიზეზია თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომელიც თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების ან ათეროსკლეროზის სახელწოდებით არის ცნობილი.

ათეროსკლეროზი არტერიების კედლებზე ქოლესტერინული (ათერომული) ფოლაქების დალექვის გამო ვითარდება. ფოლაქები ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს, ამცირებს მასში გამავალ სისხლის ნაკადს და ტვინში მოცირკულირე (მოძრავი) სისხლის მოცულობაც მკვეთრად იკლებს. ირღვევა ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ტვინის მომარაგება, რასაც მეხსიერების გაუარესება, თავის ტკივილი და დაავადების სხვა სიმპტომები მოჰყვება.

ეს პრობლემები რომ თავიდან აიცილოთ, მნიშვნელოვანია რომ იზრუნოთ თავის ტვინის სისხლძარღვებზე. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის ყველაზე ეფექტურ რეცეპტებს.

თაფლი და კაკალი

დააქუცმაცეთ კაკალი (ნახევარ ლიტრიანი ქილა უნდა გაავსოთ), ქილაში გადაიტანეთ და ნატურალური თაფლი დაასხით. დაამატეთ 1 ჩ/კ დაფქვილი დარიჩინი და ½ ჩ/კ დაფქვილი კოჭა. მასას კარგად მოურიეთ და 24 საათით მაცივარში ჩადეთ. მიიღეთ ნარევის 1 ს/კ დღეში სამჯერ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე, სანამ ქილა არ დაცარიელდება.

ხახვის წვენი და თაფლი

1 ჭიქა ნატურალურ თაფლს 1/3 ჭიქა ხახვის წვენი შეურიეთ. მიიღეთ ამ ნარევის 1 ჩ/კ დღეში სამჯერ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ის ასევე იმუნიტეტსაც გააძლიერებს.

ნატურალური წვენები

ყოველდღიურად სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ბროწეულის წვენის (მიიღეთ ასევე ვაშლის და სტაფილოს წვენი) ნახევარი ჭიქა.

ოროვანდის ნაყენი

თერმოსში 10–15 გრამი ოროვანდის გამხმარი ფესვი ჩაყარეთ, 1 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით და 8–10 საათით დატოვეთ. ამის შემდეგ ნახარში გადაწურეთ და ცივ ადგილას დადგით, მიიღეთ სასმლის 4 ს/კ საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი–1 თვე.

სასარგებლო პროდუქტები

ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის და სისმძარღვების გაწმენდისთვის ყოველდღიურად საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 მანდარინი, 1 მუჭა ქიშმიში, 5–6 კაკალი. 15–20 წუთის შემდეგ 1 ჭიქა წყალს 1 ჩ/კ თაფლი შეურიეთ და დალიეთ. 15–20 წუთის შემდეგ შეგიძლიათ საუზმეს შეუდგეთ

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია