ალოე ვერას გამორჩეული და აქამდე უცნობი ხალხური რეცეფტები

1453

ალოე ვერას გამორჩეული და აქამდე უცნობი ხალხური რეცეფტები

რატომ არის სასარგებლო ალოე

ალოეს ფოთლების წვენი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელთა წარმოთქმაც რთულია. ანტრაქინონი გლიკოზიდები (საპონინები, ალოინი, ნატალოინი, ემოდინი), ფისები, სტეროლები, გელონები, ქრომონომები, ფიტონციდები, B1, B2, B6, C, E ვიტამინები, ნიკოტანამიდები, ბეტა კაროტინები, 20 ამინომჟავა, ეთერზეთების კვალი, ფერმენტები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთია: ალოეს წვენი მწარე და წარმოუდგენლად სასარგებლოა, უბრალოდ სასწრაფო დახმარებაა ფანჯრის რაფაზე. თუ ძირითად თვისებებს ჩამოვთვლით, შთამბეჭდავ სიას მივიღებთ.

ალოე ანთებითი პროცესების სამკურნალოდ

ალოე ვერას წვენს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მას ჩირქოვანი ჭრილობის, დამწვრობის (მათ შორის მზის), ტროფიკული წყლულების, ფსორიაზის სამკურნალოდ იყენებენ. დამტკიცებულია, რომ ალოე ვერას წვენს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება აქვს სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკური, დიფთერიული და დიზენტერიული ჩხირების საწინააღმდეგოდ.

კომპრესის სახით იყენებენ წითელი მჭამელას, ეგზემას, კანის ტუბერკულოზის, დერმატიტის დროს. შიგნით მიღებისას იმუნიტეტს ზრდის და ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება, დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესს აძლიერებს, თირკმლების და საშარდე გზების მუშაობას არეგულირებს.

რეკომენდებულია, შაქრიანი დიაბეტის დროს. გაზავებულ ალოეს წვენს ანგინის და ტონზილიტის დროს ყელში ივლებენ, ხოლო პირის ღრუში – სტომატიტის დროს, სურდოს დროს ცხვირში იწვეთებენ.

ალოე კოსმეტოლოგიაში

ალოეს წვენში შემავალი ლიგნინები კანის ღრმა ფენებში ფერმენტების და სითხის შეღწევას ხელს უწყობს, გაცვლის პროცესებს ააქტიურებს და კანის უჯრედების განახლებას ხელს უწყობს. მის თვისებებს იყენებენ აკნეს სამკურნალოდ და კანის მზისგან დასაცავად, დასატენიანებლად, გამოსაკვებად.

ალოე კოსმეტიკურ საშუალებებში გვხდება სამი სახით: გელი, ზეთი და კონცენტრატი. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა პროდუქტი: ტონიკი, კრემი, სკრაბი, გელი, საპონი. ალოე ვერა „ახალგაზრდობის ნიღბის“ მთავარი ინგრედიენტია. დამჭიმავი ეფექტის (წვენის გაშრობის დროს) და აქტიური კომპონენტების წყალობით ნიღაბი კანს აჯანსაღებს, ტონუსს მატებს და მის მდგომარეობას აუმჯობესებს.

როგორ გამოვიყენოთ ალოე სახლის პირობებში?

თუ მცენარის ფოთლებს აიღებთ და წვენს გამოწურავთ, სასურველ ეფექტს ვერ მიაღწევთ. სამკურნალოდ მინიმუმ 1,5 წლის მცენარე გამოგადგებათ (თვალის წვეთებისთვის 15 წლის ფოთლებს იყენებენ). მოსავალი წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აიღოთ.

მცენარეს ქვედა ფოთლები, მინიმუმ 15 სმ სიგრძის მოაჭერით, მასში ყველაზე მეტი ბიოაქტიური ნივთიერება შედის. ფოთლები გარეცხეთ, სველ ქაღალდში გაახვიეთ და მაცივარში  10 დღე შეინახეთ. ამის შემდეგ გამოიყენეთ ისე, როგორც მითითებულია რეცეპტში: წვრილად დაჭერით, წვენი გაწურეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

ნიღბები ალოეთი

სახის ფერის გასაუმჯობესებლად

ალოს წვენი და უცხიმო ნაღები 1:1 პროპორციით აურიეთ. ნიღაბი სუფთა კანზე დილით და საღამოს 15-20 წუთით წაისვით.

გამომშრალი კანისთვის

1 ს/კ ალოეს წვენი, 2-3 დაქუცმაცებული მარწვის კენკრა (თითქმის ფაფა), 2 ჩ/კ კრაზანას ბალახის ნაყენი, ½ ჩ/კ ატმის ზეთი აურიეთ. ბამბის დისკით სახეზე წაისვით. 15-20 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

როცა სახეზე ანთებითი პროცესი მიმდინარეობს

2 ს/კ ალოეს წვენი და 1 კვერცხის ცილა აურიეთ. საღამოს სახის დაბანიდან 15-20 წუთის შემდეგ წაისვით. ნარჩენები არ შეინახოთ. ყოველჯერზე ახალი ნიღაბი მოამზადეთ.

სუსტი და მტვრევადი თმისთვის

1 ჩ/კ ალოეს წვენი, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი და 1 კვერცხის გული აურიეთ. თმის ძირებში შეიზილეთ, პირსახოცით შეიფუთეთ და 30-40 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ბოლოს თმაზე გვირილას და ჭინჭრის ნაყენს გადაივლებთ, თმას ადვილად დაივარცხნით. ეს პროცედურა 5-ჯერ ჩაატარეთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია