ლიმონის გასაოცარი თვალის პატჩების დამზადება სახლის პირობებში

1109

ლიმონის გასაოცარი თვალის პატჩების დამზადება სახლის პირობებში

ჭკვიანი ქალბატონები თავიანთ სახის კანს დღეში მინიმუმ 1.5 საათს უთმობენ. იკეთებენ პილინგს, ნიღბებს და პროცედურათა მთელ კომპლექსს. მსგავსი ინვესტიცია სამომავლოდ სიმალაზისა და ახალგაზრდოსბი შენარჩუნების გარანტია. ამავდროულად აუცილებელი არ არის ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები გამოიყენოთ, მაგალითად პატჩები მოამზადოთ საკუთარი ხელით.

პატჩები თვალისთის – შინაური კოსმეტოლოგის სიახლე. ისინი პლასტირს გვანან რომლებიც სასარგებლო ნივთიერებებით გახლავთ გაჯერებული. თუმცა მათში ნატურალური თითქმის არაფერია. ამიტომ აჯობებს ისინი საკუთარი ხელით მოვამზადოთ. დღეს ლიმონის პატჩის მომზადებას ვისწავლით!

ლიმონის წვენი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და პოპულარული კომპონენტია შინაურულ კოსმეტიკაში. სპეციალისტები მის გამოყენებას არა მხოლოდ შინაგანად არამედ გარეგნულადაც გვირჩევენ. ლიმონის პატჩი კანზე ბატის ნაფეხურებს და სხვა მიკრო აოჭებს მოგაშორებთ, გაგიღიავებთ კანს. შესაბამისად რამდენიმე პროცედურის შემდეგ თვალების გარშემო არსებულ მუქ რგოლებს სამუდამოდ დაივიწყებთ!

ლიმონის პატჩის საკუთარი ხელით მოსამზადებლად აირეთ რამდენიმე ბამბის დისკი და ნახევარმთვარეებად დაჭერით. კარგად დაასველეთ ლიმონის წვენში და თვალის ზონაში მიიწებეთ, იქ სადაც ნაოჭები გიჩნდებათ. პატჩები სახეზე 5-15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ სანამ ჩხვლეტებს არ იგრძნობთ. (სანამ პატჩებს მგრძნობიარე კანზე წაისვამთ, შეამოწმეთ ლიმონის წვენზე ალერგია ხომ არ გაქვთ). როდესაც პროცედურა დასრულდება პატჩები მოიშორეთ და სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ. საპონი და საწმენდი საშუალებები აჯობებს ჯერ არ გამოიყენოთ.

დატენიანება პროცედურის შემდეგ

თხელ ფენებად დაჭერით მაცივარში გაცივებული კიტრი. დაიდეთ იმავე ადგილას სადაც პატჩები გედოთ. კიტრი სახეზე 15 წუთით გაჩერეთ. ამ დროის განმავლობაში ის კანს დაატენიანებს და დაამშვიდებს. შემდეგ კიტრის ფენებიც მოიშორეთ და ტონიკი წაისვით. ბოლოს კი თვალის კრემი წაისვით.

პროცედურა 1 კვირის მანძილზე, ყოველ მეორე დღეს უნდა ჩაიტაროთ. მას თვეში 1 კვირა უნდ ადაუთმოთ. ის გააღიავებს კანს და ნაოჭებს პრაქტიკულად უჩინარს გახდის. შედეგად კი ლამაზ, დატენიანებულ და ერთგვაროვან კანს მიიღებთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია