საკვერცხის კიბოს 6 სიმპტომი, რომლიც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ დაავადების განვითარება ან სიმსივნის რისკი

1890

სამწუხაროდ საკვერცხის კიბო საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ყოველდღიურად უამრავ ქალს უსვამენ ამ დიაგნოზს და ბევრი მათგანის სიცოცხლე ფატალურად მთავრდება. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ დაავადების განვითარება ან სიმსივნის რისკი, საჭიროა პირველი სიმპტომებისთანავე მკურნალობა და სათანადო ზომების მიღება.

საკვერცხის კიბოს ჩუმ მკვლელსაც უწოდებენ, რადგან მისი პირველი სიპტომები ხშირად არ აღიქმება განსხვავებულად და ყურადღების მიღმა რჩება. ჩვენ გთავაზობთ სასარგებლო ინფორმაციას, გაიგეთ რა მახასიათებლები აქვს სიმსივნის ამ ტიპს და როგორ უნდა შეამოწმოთ საკუთარი თავი!

Ovarian Cancer Cells' Dependence on Fat Suggests New Therapeutic Target
საკვერცხი კიბოს სიმპტომები:

1. შებერილი ან შესიებული მუცელი
შეშუპება იწყება მაშინ, როდესაც ზედმეტი სითხე გროვდება მუცლის ღრუში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, მაინც საჭიროებს ყურადღების მიქცევას და დიაგნოსტიკას.

2. მუდმივი ტკივილი მუცლის და მენჯის არეში
ეს სიმპტომი პირდაპირი ნიშანია ორგანიზმის მხრიდან, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს რომ გარკვეული პრობლემაა სხეულში. თუ ტკივილმა რამდენიმე დღეში არ გაიარა, მიმართეთ ექიმს.

3. დანაყრება და ჭამის პრობლემები
იმ ქალების უმეტესობა, რომლებსაც საკვერცხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს ამბობენ, რომ ნაყრდებიან ბევრად უფრო მარტივად და აღენიშნებათ კვების პრობლემები. ეს გამოწვეულია სიმსივნის ზემოქმედებისგან ჰორმონებზე, შედეგად კი ირღვევა მეტაბოლური პროცესები.

4. შარდვის პრობლემა
შარდვის სიხშირის გაზრდა საკვერცხის კიბოს ერთ-ერთი სიმპტომია. თუმცა ის შესაძლოა გამოწვეული იყოს შარდის ბუშტის ან თირკმელების პრობლემებითაც.

5. დეფეკაციის პროცესის ცვლილება
ამ პროცესში ცვლილებები, დიარეა ან მსგავსი გართულებები შესაძლოა იყოს სიმსივნის სიმპტომი. როდესაც კიბოს მავნე უჯრედები ვრცელდება ნაწლავებზე, ის იწვევს პროცესის დარღვევას და გარკვეულ ცვლილებებს.

6. გამონადენი
გამონადენი უამრავი სხვა დაავადების მანიშნებელი შეიძება იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში აუიცლებელია გამოკვლევების ჩატარება და გინეკოლოგთან კონსულტაცია.

გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და დროულად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრელობაზე!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია