რა უნდა მივირთვათ რომ იდეალური სახის კანი გვქონდეს?

1288

რა უნდა მივირთვათ რომ იდეალური სახის კანი გვქონდეს?

1. შაქარი ამოიღეთ რაციონიდან.

შაქარი ორგანიზმში ნაოჭების პირველი დამხმარე საშუალებაა. როგორ ხდება? ძალიან მარტივად: კოლაგენის ბოჭკოები კრისტალდება და მიმიკის დროს დაჭიმვის ნაცვლად უბრალოდ იშლება. ასე 1–2 წელში სრულყოფილ ნაოჭს მიიღებთ.

შაქარზე უარის თქმით ცვლილებებს დაუყონებლივ ვერ შეამჩნევთ: პირველ რიგში, განადგურებული ბოჭკოები ქსოვილებიდან უნდა გამოვიდეს და ახალი გაიზარდოს. ასობით გამოკვლევა ჩავატარე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ შაქრის სრულად ამოღების შემდეგ ქალი უფრო ლამაზდება და ახალგაზრდავდება.

2. ცხიმები საჭიროა ორგანიზმისთვის

ცხიმოვანი მჟავები კანის ზედა ფენებში ინერგება და უჯრედების მემბრანის კედლებს აძლიერებს. ამრიგად, კანი თავისუფალი რადიკალებისგან დაცულია, ტენიანობას ინარჩუნებს და კანის ელასტიურობა იზრდება. ცხიმოვანი თევზ, კაკალი, ავოკადო და მცენარეული ზეთი თქვენს რაციონში სერიოზულად და დიდხანს უნდა ჩასვათ.

3. რაც შეიძლება დიდი რაოდენობით  C ვიტამინი მიიღეთ

კანის ახალგაზრდობას არაფერი ისე არ შეგინარჩუნებთ, როგორც C ვიტამინი. ის ნამდვილად გაკლიათ, თუ ქალაქში ცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, რაციონში ციტრუსის რაოდენობა გაზარდეთ (თუ კუჭის პრობლემები არ გაქვთ) ან C ვიტამინი ხსნარის სახის მიღეთ.

4. თუთია მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის

თუთია უჯრედების სწრაფ განახლებაზეა პასუხისმგებელი. ამის წყალობით კანი თანაბრდება, ჯანსაღ ფერს იძენს, ანთება და აკნე ქრება. კანის გაახალგაზრდავებას თუთიის გარეშე ვერ შეძლებთ. თუთია დიდი რაოდენობით გვხვდება სეზამში, გოგრის თესლში, მიწისთხილში, ჰუმუსსა და მზესუმზირას თესლში.

5. ცილა ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დღეში თქვენი წონის თითოეულ კილოგრამზე 1 გრ ცილა უნდა მოდიოდეს. თუ უფრო ნაკლებ ცილას იღებს, კანი უფრო სწრაფად ბერდება. სწორედ ცილები აშენებენ ახალგაზრდა კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოებს, ცილა ენერგეტიკული ცვლისთვის საჭიროა.  ყურადღება მიაქციეთ, რომ ხორცის ან თევზის კერძები დღეში 2–ჯერ მაინც მიირთვათ.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია