უგემრიელესი ნიგვზიანი ბადრიჯანი

1277

    საჭირო მასალა:

  • ბადრიჯანი- 1კგ
  • ნიგოზი- 1 ჩაისჭიქა
  • ნიორი- 2-3 კბილი
  • ზეთი- ½ ჩაისჭიქა
  • კაკალი - 1 ჩაის კოვზი
  • ზაფრანა- 1 ჩაისკოვზი
  • მწვანილი - ნახევარ-ნახევარი კონა
  • მარილი- გემოვნებით

მომზადება:

კანიანი ბადრიჯანი სიგრძეზე ჩაჭერით ისე, რომ ერთმანეთს არ მოცილდეს. შიგ ჩაყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში თავდახურულ ტაფაზე.

შემწვარი ბადრიჯანი დაალაგეთ ლანგარზე და გააცივეთ. დანაყეთ ან დააბლენდერეთ ნიგოზი, შემდეგ ცალკე დანაყილი ქინძის თესლი, ზაფრანა და ნიორი აურიეთ ნიგოზში, შეაზავეთ მარილით და გაგლისეთ ძმარში.

ამას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიახური, შემდეგ კი ამ საკმაზით ამოავსეთ ბადრიჯანი. შეგიძლიათ რულეტის მსგავსად დაახვიოთ და ისე მიიტანოთ სუფრაზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია