ანწლის ნაყენი უებარი წამალია ბევრი დაავადებისას, მათ შორის თირკმელების  ანთების, რევმატოიდული პოლიართრიტის, ქალის სასქესო დაავადებების დროს

8003

ანწლის ნაყენი უებარი წამალია ბევრი დაავადებისას, მათ შორის თირკმელების  ანთების, რევმატოიდული პოლიართრიტის, ქალის სასქესო დაავადებების დროს

შავი ანწლით ართრიტს, პოდაგრას, რევმატიზმს, ასევე კანის დაავადებას კურნავენ

ნაყოფს შემოდგომაზე კრეფენ, ოღონდ მხოლოდ შავს და არა წითელს. წითელი ანწლი შხამიანია! ანწლის სასმელი ხანგრძლივ ცხოვრებას და გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს.

ემალის ქვაბში 2 ს/კ ახალი ან ხმელი კენკრა ჩაყარეთ და 1 ლ წყალი დაასხით დაასხით, 5 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 5 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. გადაწურეთ და თბილი სასმელი, როგორც ჩაი ისე დალიეთ.

ანწლის ყვავილებს შესანიშნავი სამკურნალო თვისებები გააჩნია. მას როგორც ჩაის ისე ადუღებენ და გაციების, ბრონქიტის, პნევმონიის, ფილტვის ტუბერკულოზის, ასევე ნერვების დასამშვიდებლად სვამენ.

ანწლის ყვავილების ნახარშს აბაზანას უმატებენ და 15-20 წუთით მასში წვებიან მარილების დაგროვების, რადიკულიტის, ფსორიაზის, პროსტატის, პროსტატის ადენომას და ფიბრომიომას სამკურნალოდ. გარდა ამისა, პრობლემურ ადგილებში ნახარშის კომპრესებს იკეთებენ.

მაგნიტური ქარიშხლის გავლენა რომ ვერ იგრძნოთ, მის დროს დღეში 4-5-ჯერ 1 ჩ/კ ახალ გაწურული ანწლის კენკრის წვენი დალიეთ.

კოლპიტი, ცერვიციტი და ქალის სასქესო ორგანოების სხვა ანთებითი დაავადების დროს

30 გრ შავი ანწლის კენკრა 0,5 ლ წყალში მოხარშეთ და თბილი სითხით გამოირეცხეთ. თვიურის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე შეწყვიტეთ.

შეშუპება

1 ს/კ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით აადუღეთ, გაგრილებამდე დააყენეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ, სანამ შეშუპება არ გაქრება.

თირკმლების ანთებითი დაავადება

6-8 მლ ორწლიანი ანწლის ტოტის ქერქის ნაყენი ან 4-5 გრ ქერქის ფხვნილი თერმოსში ჩაყარეთ, 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 5-6 საათით დააყენეთ. 100 გრ ნაყენი დღეში 5-6-ჯერ დალიეთ, განსაკუთრებით თირკმლის შეშუპების დროს.

დიაბეტი

1 ს/კ ხმელ კენკრას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით დააყენეთ, 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

პნევმონია

4 მსხვილი ანწლის ყვავილის ქოლგა აიღეთ, 1 ბოთლი კარგი არაყი დაასხით და 2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ, არც ერთი მიღება არ გამოტოვოთ. პნევმონიის დროს 1-1,5 ბოთლი ნაყენი, ხოლო ტუბერკულოზის დროს – 3 ლ ნაყენი უნდა დალიოთ, თუმცა 1,5 ლ ნაყენის დალევის შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ.

Facebook კომენტარები