ხალხური მეთოდები, რომელთა დახმარებით წარმატებით მოიცილებთ ჭაღარებს

1433

ხალხური მეთოდები, რომელთა დახმარებით წარმატებით მოიცილებთ ჭაღარებს

არ ინერვიულოთ, ადრე თუ გვიან ჭაღარა ყველას უჩნდება. თან დღესდღეობით მის შეღებვას მარტივად შეძლებთ. ამისთვის ქიმიური საღებავების გამოყენება საჭირო არაა.

თუ ნატურალურ მოვლას უპირატესობას ანიჭებთ, გამოიყენეთ ერთ–ერთი რეცეპტი, რომელსაც დღეს ჩვენ გასწავლით.

შესაძლოა, მისი ეფექტი ნაკლებად გამოხატული იყოს, მაგრამ მაინც შესანიშნავი შედეგი ექნება!

გარდა ამისა, ამ საშუალებებს ერთი უპირატესობა აქვთ: სრულად ნატურალურია და არც თმას და არც ორგანიზმს არ აზიანებს.

შავი ჩაი

სასმელის შემადგენლობაში საღებავი პიგმენტები შედის. სწორედ ამიტომ, მის ხშირად დალევას არ გვირჩევენ, რადგან შეუძლია კბილის მინანქარი გააყვითლოს. ეს თვისება თმის შესაღებად გამოგადგებათ. მეთოდი შესაფერისია მათთვისაც, ვისაც ბუნებრივად მუქი ფერის თმა აქვთ.

  • 5-6 ჩაის პაკეტი აიღეთ და 2 ჭიქა ცხელ წყალში მოადუღეთ. 5-10 წუთით დააყენეთ.
  • თმა რომ არ დაწვათ, სასმელი გააგრილეთ. ამის შემდეგ თმაზე წაისვით და მთელ სიგრძეზე თანაბრად გადაინაწილეთ. განსაკუთრებული ყურადღება იმ ადგილებს დაუთმეთ, სადაც ჭაღარა თმა გაქვთ.
  • აუცილებელი არაა ჩაის ჩამობანა, რადგან ის ზიანს არ მოგაყენებთ. თუ მისი სუნი არ მოგწონთ, შეგიძლიათ ჩამოიბანოთ.

სასურველია, მეთოდი ყოველი თავის დაბანის შემდეგ გამოიყენოთ. ასე შედეგს დააფიქსირებთ.

ნიგვზის ნაჭუჭი

კიდევ უფრო მუქი ფერის მიღებას ნიგვზის ნაჭუჭის გამოყენებით შეძლებთ. ამისთვის ნახარში მოამზადეთ.

  • წინასწარ ნაჭუჭი მოამზადეთ, გარეცხეთ და დააქუცმაცეთ. შემდეგ წყალი დაასხით. თუ ძალიან გაჯერებული და კონცენტრირებული შემადგენლობის მიღება გსურთ, ბევრი წყალი არ დაამატოთ. ქვაბი ცეცხლზე დადგით და ნახევარი საათით აადუღეთ.
  • მზა ნახარში გააგრილეთ და გადაწურეთ, რომ ნაჭუჭები მოაშოროთ. ნახარში მთელ თმაზე თანაბრად გადაინაწილეთ.
  • თმის ფერი რომ შეიცვალოს, 1 საათით გაიჩერეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ.

ეფექტის შესანარჩუნებლად პროცედურა კვირაში მინიმუმ ერთხელ ჩაიტარეთ.

ყავა

ეს მეთოდი გამოადგება მათ, ვისაც მუქი ფერის თმა აქვს.

  • ძალიან ძლიერი ყავა მოადუღეთ. თუ კონცენტრაცია მაღალია, შემადგენლობა მუქი ფერის იქნება.
  • სასმელი გააგრილეთ, შემდეგ თმაზე წაისვით და 1 საათით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ.

პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ და შედეგს დიდხანს შეინარჩუნებთ.

ჭარხალი და სტაფილო

ეს მეთოდი გამოადგება მათ, ვისაც ჟღალი ან მოწითალო თმის ფერი აქვს. საჭირო შეფერილობის მისაღებად ინგრედიენტების კონცენტრაციით ექსპერიმენტები ჩაატარეთ.

  • მაგალითად, ჭარხალის წვენი გაჯერებულ წითელ ფერს იძლევა. სტაფილო თმას ჟღალისფერს ანიჭებს. სწორედ ამიტომ, უფრო მეტი ის პროდუქტი დაუმატეთ, რომელიც გჭირდებათ.
  • ბოსტნეულის წვენი გაწურეთ და იმ პროპორციით აურიეთ, რომელიც თქვენ გჭირდებათ.
  • სითხე მთელ თმაზე თანაბრად გადაინაწილეთ. 1-2 საათით გაიჩერეთ, რომ კარგად შეიწოვოს. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შეღებვის პროცედურა კვირაში რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ მიღებული შედეგი შეინარჩუნოთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია