7 მეთოდი გაუხეშებული და დამსკდარი ქუსლების მოსარჩენად. შედეგი გარანტირებულია!

1648

7 მეთოდი გაუხეშებული და დამსკდარი ქუსლების მოსარჩენად. შედეგი გარანტირებულია!

ქუსლების სიმშრალისა და ნახეთქების გაჩენის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, არაკომფორტული ფეხსაცმელი, არასწორი ჰიგიენა ან ვიტამინების ნაკლებობა.

ნახეთქებზე აუცილებელია მკურნალობა სპეციალისტთან. თუ სოკო გაქვთ, ექიმი მკურნალობას დაგინიშნავთ. თუ ნახეთქები სხვა მიზეზით არის გაჩენილი, აუცილებელია კომფორტული ფეხსაცმლის ტარება და ტერფების მოვლა.

გთავაზობთ რამდენიმე შინაურ საშუალებას, რომელიც მოგირჩენთ ნახეთქებს და თქვენს ტერფებს ჩვილი ბავშვივით ნაზსა და გლუვს გახდის.

1. ლიმონი, მარილი, გლიცერენი და ვარდის წყალი
ჩაასხით ტაშტში თბილი წყალი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 15 წვეთი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი და 2 ჩაის კოვზი ვარდის წყალი. ჩაყავით ფეხები წყალში 20 წუთით. შემდეგ ფრთხილად გაიხეხეთ ქუსლები პემზის ქვით. ცალკე ჯამში გააკეთეთ შემდეგი ნარევი: ერთ ჩაის კოვზ გლიცერინს დაუმატეთ ვარდის წყალი და ლიმონის წვენი. ეს ნიღაბი დაიდეთ ფეხის ტერფებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ.

2. მცენარეული ზეთი
კარგად დაიბანეთ ფეხები, გაიმშრალეთ და წაისვით ცოტაოდენი ზეთი ტერფებზე. ჩაიცვით თხელი ბამბის წინდები, ზემოდან კი შალის და ასე დაიძინეთ. დილით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში.

3. ვაზელინი და ლიმონის წვენი
ჩაყავით ფეხები თბილ წყალში 15 წუთით. შემდეგ გაიმშრალეთ. ერთმანეთში აურიეთ ერთი ჩაის კოვზი ვაზელინი და ლიმონის წვენი და მიღებული ნარევი წაისვით ტერფებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით ჩამოიბანეთ.

4. პარაფინი
აიღეთ ცოტაოდენი პარაფინი და შეურიეთ ქოქოსის ზეთს. შეათბეთ მასა დაბალ ცეცხლზე, სანამ ცვილი ბოლომდე არ გადნება. შემდეგ გააგრილეთ და წაისვით ტერფებზე. იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ, პარაფინი ძილის წინ წაისვით და წინდების ჩაცმაც არ დაგავიწყდეთ. დილით კარგად ჩამოიბანეთ.

5. თაფლი
ტაშტში ჩაასხით 5 ლიტრი თბილი წყალი, დაუმატეთ ერთი ჭიქა თაფლი. ჩაყავით ფეხები ამ ხსნარში 20 წუთი, შემდეგ გაიხეხეთ პემზით. გადაივლეთ წყალი და კარგად შეიმშრალეთ. წაისვით მკვებავი კრემი.

6. ბრინჯის სკრაბი
აიღეთ 3 სუფრის კოვზი დაფქული ბრინჯი, დაუმატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი თაფლი, ვაშლის ძმარი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. უნდა მიიღოთ სქელი მასა. ჯერ ჩაყავით ფეხები 10 წუთით თბილ წყალში, შემდეგ წაისვით ტერფებზე მომზადებული მასა, როგორც სკრაბი და ჩამოიბანეთ.

7. ზეითუნის ზეთი
ერთ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი ან ლიმონი და ერთი ჩაის კოვზი თბილი წყალი. ყველაფერი კარგად აურიეთ. წაისვით ეს კრემი დღეში რამდენიმეჯერ.

იმისათვის, რომ დამსკდარი და გაუხეშებული ქუსლების პრობლემამ აღარასოდეს შეგაწუხოთ, იხელმძღვანელეთ ამ რჩევებით და არასოდეს ჩაიცვათ მოუხერხებელი ფეხსაცმელი. საკვები კი გაამდიდრეთ ვიტამინებით.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია