ორგანიზმის გაწმენდის 9 გზა, ლიმონის საშუალებით. დეტოქსიკაცია საკმაოდ მარტივი ყოფილა

1635

ორგანიზმის გაწმენდის 9 გზა, ლიმონის საშუალებით. დეტოქსიკაცია საკმაოდ მარტივი ყოფილა

ჩვენს ორგანიზმში, ყოველდღიურად, ხვდება უამრავი სახის ტოქსინი-რომელთაც შეიცავს საკვები, ჰაერი და ა.შ. გარემო პირობების შეცვლა რთულია, მაგრამ ორგანიზმის გაწმენდა-არა. ლიმონი სახლში, ყველას გვაქვს. გთავაზობთ ცხრა გზას, თუ როგორ გავთავისუფლდეთ ტოქსინებისაგან ყველაზე პოპულარული ციტრუსის საშუალებით.

1. დაიწყეთ დღე სმუზით

რასაც საუზმეზე მივირთმევთ, სწორედ ის საკვები განსაზღვრავს, მთელი დღის განმავლობაში, მეტაბოლიზმის დონეს. თუ გსურთ, რომ მეტაბოლიზმის პროცესი დააჩქაროთ, სმუზს დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი ან მისი ცედრა.

2. შემატეთ საკვებს არომატი

ლიმონის წვენი თითქმის ნებისმიერ კერძს უფრო გემრიელს ხდის.

3. მოამზადეთ მატონიზირებელი საშუალება

ერთმანეთში აურიეთ: 1 ცალი ლიმონის წვენი, ½ ს/კ თაფლი, მწიკვი პილპილი, 1 ს/კ ვაშლის ძმარი და ცოტაოდენი ცივი გამოხდილი წყალი. ნარევი მიიღეთ ყოველ დილით, გაღვიძების შემდეგ.

4. მოამზადეთ სოუსი სალათებისთვის

იმის ნაცვლად, რომ იყიდოთ მაიონეზი ან რაიმე სხვა მსგავსი პროდუქტი, შეურიეთ ერთმანეთს ლიმონის წვენი, თაფლი და ზეითუნის ზეთი. ეს ნარევი ბევრად სასარგებლოა.

5. მოამზადეთ ლიმონის პასტა

თუ კანის ტოქსინებისგან გაწმენდა გსურთ, ერთმანეთს შეურიეთ ლიმონის წვენი და კურკუმა და ნარევი ყოველ დილით, უზმოზე მიირთვით.

6. დალიეთ ლიმონიანი წყალი

თბილი ლიმონიანი წყალი იდეალური საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად და დეტოქსიკაციისთვის. თუ გემო არ მოგწონთ, დაუმატეთ კიტრის ნაჭრები.

7. ერთმანეთს შეურიეთ ლიმონი და კოჭა

ლიმონისა და კოჭას ნარევი მაქსიმალურად ეფექტურად წმენდს ორგანიზმს. მიქსტურის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ცივ სეზონზე და გრიპის ეპიდემიის პერიოდში.

8. მიირთვით ჩაი ლიმონით

თუ მწვანე ან ბალახეული ჩაი გიყვართ, დაუმატეთ მას ლიმონის ნაჭერი, რომელიც ორგანიზმს C ვიტამინით გაამდიდრებს და იმუნიტეტს გაამაგრებს.

9. წვენს დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონი

თუ ახალგაწურული წვენი გიყვართ, დაუმატეთ მას ლიმონის წვენი. ის სასმელს ვიტამინებითა და სასარგებლო მიკრო-უჯრედებით გაამდიდრებს.

რატომ ლიმონი?

დეტოქსიკაციის პროცესის დაჩქარება მრავალ სხვა ხილსა და ბოსტნეულს შეუძლია, მაგრამ ლიმონი ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. ეს პროდუქტი შეიცავს C ვიტამინს, ცელულოზასა და მინერალურ ნივთიერებებს, რომელსაც დეტოქსიკაცია უჯრედულ დონეზე აჰყავს და ორგანიზმი ტონუსში მოჰყავს.

Facebook კომენტარები