ვაშლის ძმრის გამოყენების 20 საუკეთესო გზა თქვენი სხეულისა და სახლის გარდაქმნისთვის..
წარმოუდგენლად სასარგებლოა!
ყველა ჩვენგანს გვიყავრს მრავალფუნქციური ინსტრუმენტების გამოყენება! ვაშლის ძმარიც არაა გამონაკლისი. ეს მატონიზირებელი საშუალება ბიბლიური დროიდან გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის გაციებისა და ინფექციების, თირკმლის კენჭების, მაღალი წნევის, ალერგიის, ართრიტის და სხვა.
აქ კი მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ვაშლის სიდრ ძმარს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის!
#1 ქერტლი:
შეურიეთ თანაბარი რაოდენობით წყალი და ძმარი სპრეის ბოთლში და შეისხურეთ თმაზე შამპუნით დაბანის შემდეგ, გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ქერტლის პრობლემა არ გაქრება. გაიმეორეთ კვირაში ერთხელ ან შეგიძლიათ მეტჯერაც
#2 ყელის ტკივილი
შეურიეთ 1 ს.კ. ძმარი, 1 ჩ.კ კაიენის წიწაკა და 3 ჩ.კ. უმი თაფლი ჭიქა თბილ წყალში. ძმარსა და თაფლს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ხელს უწყობს გამოჯანმრთელების დაჩქარებას, ხოლო წიწაკაში შემავალ კაპსაიცინს შეუძლია ტკივილის შემსუბუქება.
#4 გაზი და ყაბზობა: სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი გახსენით თბილ ჩაიში და დალიეთ ჭამის წინ. ძმარი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ წვენებს (HCl - მარილმჟავა), რომელიც ეხმარება თქვენს ორგანიზმს საკვების დაშლაში.
#5 გულძმარვა: გახსენით სუფრის კოვზი წყალში ან ჩაიში ნებისმიერ დროს, როცა გულძმარვის სიმპტომები გაქვთ. თუ ძალიან უსიამოვნო გემო ექნება, დაამატეთ ცოტა უმი თაფლი.
No 6. ასუფთავებს კანს: დაასველეთ პირსახოცი ძმარში და წაისვით სახეზე ზეთის შესამცირებლად. ის ასევე დაგეხმარებათ აკნეს ნაწიბურების დროს.
#8 კბილების გათეთრება: წაისვით პირდაპირ კბილებზე და შემდეგ გამოივლეთ წყლით. ნუ გააკეთებთ ამას ხშირად, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს კბილის მინანქარი. უფრო ნაზი მიდგომისთვის, განაზავეთ წყლით და გამოიყენეთ როგორც პირის ღრუს სავლები.
ყველაფრის გამწმენდი: შეურიეთ 1 წილი წყალი, 1 წილ ძმარს და თქვენი საყვარელი ეთერზეთის 2-3 წვეთი სპრეის ბოთლში. ძმარი შესანიშნავი დეტოქსიკატორია. საკუთარი გამწმენდის დამზადება ფანტასტიკური გზაა თქვენს სახლში არასასურველი ქიმიკატების მოსაშორებლად.
დამწვრობა: რაც შეიძლება მალე წაისვით ძმარი დამწვრობაზე ტკივილის შესამსუბუქებლად და შეხორცების გასაუმჯობესებლად. ის ასევე ხელს შეუწყობს დეზინფექციას. შენიშვნა: არ წაისვათ ღია ჭრილობებზე.
სისხლჩაქცევები: გააცხელეთ ჭიქა ძმარი და შეურიეთ 1 ჩ.კ. მარილი. წაისვით სისხლჩაქცევაზე კომპრესის სახით.
შეურიეთ ხილის წვენს:
შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგია! სცადეთ შეურიოთ მცირე რაოდენობით ძმარი ყურძნის წვენთან ან მსგავს წვენთან. ეს არის მარტივი და გემრიელი გზა ძმრის ყოველდღიური დოზის მისაღებად. გთხოვთ გაითვალისწინოთ: მე ვგულისხმობ ახლად დაწურულ წვენს და არა მაღაზიაში შეძენილს, რომლებიც დატვირთულია შაქრით.
სოკოს საწინააღმდეგოდ: თუ შესაძლებელია, წაისვით ძმარი წყალთან ერთად ადგილობრივად დაზიანებულ ადგილზე (1:5) დღეში 30 წუთის განმავლობაში.
ინსულინის მგრძნობელობა: ძმრის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაბალანსებას.