10 ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი… რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

1643

10 ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი… რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

როდესაც რაღაც გვაწუხებს, მივმართავთ ექიმებს, იმ იმედით, რომ ისინი რამე სასწაულმოქმედ სიროფს ან წამალს გამოგვიწერენ. თუ საქმე ბაქტერიულ ინფექციებს ეხება, ექიმები ანტიბიოტიკებს გამოწერენ. თუმცა ვიცით, რომ ამ პრეპარატებს ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს.

რა უნდა ვიცოდეთ ანტიბიოტიკების შესახებ?

1. ანტიბიოტიკების უმრავლესობა ინფექციაზე პირველივე საათებში ახდენს ზემოქმედებას. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა, იმიტომ რომ არსებობს იმის რისკი, რომ ინფექცია დაბრუნდება და მისი მკურნალობისთვის უფრო ძლიერი ანტიბიოტიკი დაგჭირდებათ.

2. თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი აპირებს ანტიბიოტიკის მიღებას, დააკვირდით მის რაციონს. საკვების შემადგენლობაში უნდა იყოს ვიტამინი А, Е და С – მათ სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვთ.

მაგრამ ყველაზე კარგი მკურნალობა– პროფილაქტიკაა. ანტიბიოტიკების პოვნა ჩვენს სამზარეულოშიცაა შესაძლებელი და ჩვენ 10 ყველაზე კარგ ბუნებრივ ანტიბიოტიკს წარმოგიდგენთ.

1. ნიორი

ნიორი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, ის აქტიურად იბრძვის ისეთ ბაქტერიებთან როგორებიცაა: სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი. კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ნიორი ეხმარება პაციენტს დაძლიოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ალერგია და ა.შ.

2. პირშუშხა

ეს მცენარე ორგანიზმს ეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში, ზრდის იმუნური სისტემის აქტივობას, არის ეფექტური ყელის დავაადებების დროს. პირშუშხას რეგულარულ გამოყენებას, შეუძლია გაანადგუროს საშარდე გზების დაავადებების გამომწვევი ბაქტერიები.

3. ხილი და ბოსტნეული, რომელიც ვიტამინ C–ს შეიცავს.

ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას. ეხმარება ორგანიზმს დაავადებების, ინფექციური და ვირუსული ინფექციების დაძლევაში. ის ისეთ ტკბილ პროდუქტებში იმალება, როგორებიცაა: ფორთოხალი, ლიმონი, კივი, მარწყვი, საზამთრო, ქლიავი.

4. თაფლი

თაფლს, როგორც ვიცით ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია. მას აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტისეფტიკური თვისებები.

5. დარიჩინი

დარიჩინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და არეგულირებს შაქრის და ინსულინის დონეს, რითაც დიაბეტის პროფილაქტიკის კარგ საშუალებად იქცევა.

6. კოჭა

კოჭა სასარგებლოა გრიპის მკურნალობის დროს, რადგანაც ის იმუნურ სისტემას აძლერებს. გამოიყენება გულის რევის შეგრძნების და ღებინების პროფილაკტიკისას, ფეხმძიმობის, ქიმიოტერაპიის დროს. ის ასევე კიბოს პროფილაქტიკისთვისაა სასარგებლო.

7. ევკალიპტი

ეფექტურია ჭრილობების მკურნალობისას, რადგან კანზე წასმისას ის ანადგურებს ბაქტერიებს, ებრძვის ინფექციებს. ევკალიპტი გამოიყენება ხველის მკურნალობის დროსაც. არის ნატურალური ანტისეპტიკი.

8. ექინაცეა

ეს მცენარე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აძლირებენ იმუნურ სისტემას. ის ასევე ამცირებს ანთებას და ებრძვის ჰერპესის ვირუსს.

9. ვაშლის ძმარი

ეს პროდუქტი ვაშლის მჟავას შეიცავს, რომელიც ცნობილია ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით.

10. დაფნის ფოთოლი
დაფნის ფოთლებსაც მიკრობების ფართო სპექტრის განადგურების საოცარი თვისება აქვთ, ასე რომ მათი გამოყენებაც სასარგებლოა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია