რა იწვევს და როგორ მოვუაროთ ჩაზრდილ ფრჩხილს

2964

ჩაზრდილი ფრჩხილები - ეს მტკივნეულია, ულამაზო და სერიოზული ანთებითი პროცესების გამომწვევი. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამას?

სიმპტომები: ფრჩხილის პლასტინის ჩაზრდა ახლომდებარე კანში - საკმაოდ მტკივნეული პროცესია და მისი შემჩნევა ადვილია. მთავარი სიმპტომებია - სიწითლე, ანთება, მტკივნეული შეგრძნებები სიარულის დროს.

ფრჩხილის ჩაზრდის მიზეზები:

  • მოუხერხებელი ფეხსაცმელი
  • არასწორად დაჭრილი ფრჩხილები
  • ტრავმები
  • სოკოვანი დაავადებები

როგორ არ დავუშვათ ფრჩხილის ჩაზრდა?

სწორად დაიჭერით ფრჩხილები, მნიშვნელოვანია, რომ ფრჩხილები სწორ ხაზზე დაიჭრათ, მათი ბუნებრივი ფორმის მიხედვით (არა ისე, როგორც ხელებზე). ნუ დაიჭრით ფრჩხილებს კანთან ძალიან ახლოს, რადგან ეს იოლად იწვევს გაღიზიანებას და კანში შესაძლებელია ინფექციის მოხვედრა. კანი ფრთხილად უნდა მოიჭრას, სასურველია, სპეციალური მოსაცილებელი სითხის დახმარებით. სითხის წყალობით, კანი დარბილდება და ფრჩხილის დაზიანების რისკიც შემცირდება.

ერიდეთ ვიწრო ფეხსაცმელს წვეტიანი ცხვირით. ეს შეიძლება ფრჩხილის ჩაზრდის მიზეზი გახდეს. ნუ დაუშვებთ სოკოს დაავადების განვითარებას. თუ ფრჩხილის პლასტინაზე ცვლილებები შენიშნეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გაიკეთეთ პროფესიონალური პედიკიური

ადამიანებმა, რომლებიც მიდრეკილნი არიან ფრჩხილის ჩაზრდისკენ, პედიკიური სალონში, ხელოსანთან უნდა გაიკეთონ, რომელიც სპეციალური ინსტრუმენტების მეშვეობით სწორად დააჭრის ფრჩხილებს. ქირურგიული ოპერაცია ხშირად სრულდება ფრჩხილის სრული მოცილებით, ანუ აცილებენ არა მიზეზებს, არამედ შედეგებს. ოპერაციის შემდეგ ფრჩხილი, დიდი ალბათობით, კვლავ გაიზრდება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია