ასპირინის გამოყენების ეს 7 მეთოდი ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

2417

ასპირინის გამოყენების ეს 7 მეთოდი ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

ყველასათვის კარგად ცნობილი მედიკამენტი- ასპირინი გარდა სამედიცინო მოხმარებისა, სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. ასპირინის გამოყენება თავის მოვლისთვის და საოჯახო საქმიანობისთვის შეგიძლიათ. ამ პატარა ტაბლეტებს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ძვირადღირებულ პროდუქტებს. გთავაზობთ ასპირინის გამოყენების სხვადასხვა გზებს:

ლაქების ამოყვანა

ასპირინი შეგიძლიათ ლაქების ამომყვანის სახით გამოიყენოთ. იგი შესანიშნავად უმკლავდება სისხლისა და ოფლის კვალს ღია ფერის ტანსაცმელზეც კი. ამ საშუალების გამოსაყენებლად გახსენით 4 აბი ასპირინი ჭიქა წყალში, წაუსვით მასა დაბინძურებულ მონაკვეთებს და გააჩერეთ 3 საათით. ამის შემდეგ, ტანსაცმელი გარეცხეთ ჩვეულებრივი გზით.

2. ასპირინი ყვავილებისთვის

ალბათ ყველას გწყდებათ გული, როდესაც ულამაზესი თაიგული სწრაფად იწყებს ჭკნობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი წყალში გამოყოფენ ეთილენს. დაუმატეთ წყალს 2 დაფშვნილი ასპირინი, ეს დაეხმარება ყვავილებს უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნონ ლამაზი სახე.

3. ნადების მოშორება

აცეტილსაცილის მჟავა, გარდა ჩამოთვლილისა, დაგეხმარებათ ნიჟარისა და აბაზანის ნადების მოცილებაში. გახსენით 5 აბი ასპირინი საწმენდ საშუალებაში და გარეცხეთ დაბინძურებული ზედაპირი.

4. თმის მკურნალობა

თმა რომ უფრო რბილი და მბზინვარე გახდეს, სულაც არ არის საჭირო ძვირად ღირებული საშუალებების შეძენა, საკმარისია იყიდოთ ჩვეულებრივი ასპირინი. ყოველთვის, როცა თავის დაბანას დააპირებთ შამპუნის ერთჯერად პორციაში გახსენით ორი აბი ასპირინი. დაელოდეთ მათ ბოლომდე გახსნას, შემდეგ კი გამოიყენეთ. 3 კვირის შემდეგ საოცარ შედეგს მიიღებთ!

5. ოფლის ლაქები

ღია ფერის ნაჭრიდან ოფლის ლაქების მოშორება საკმაოდ რთულია. დაფშვენით ასპირინის 2 აბი და შეურიეთ სარეცხ ფხვნილთან ერთად წყლით სავსე ჭიქაში. დაასველეთ ამ ხსნარში ტანსაცმელი და გააჩერეთ ორი საათით, შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ.

6. კოჟრების გაქრობა

კოჟრები(გამაგრებული კანი ქუსლებზე ან ხელის გულებზე) შემდეგნაირად გაქრება: 5-6 აბი ასპირინი დააფქვიეთ და შეურიეთ პუდრა ლიმონის წვენს, გაზავებულს წყალში. მიღებული პასტა წაისვით კოჟრებზე, შეიხვიეთ სუფთა ხელსახოცით და ჩაიცვით სუფთა პოლიეთილების პაკეტები. 5-10 წუთში(კანის მგრძნობიარობის მიხედვით) მოიხსენით კომპრესი და მოიხეხეთ კოჟრები პემზით.

7. აკნეს მკურნალობა

აცეტილსაცილის მჟავა ძალიან ეფექტური საშუალებაა აკნესთან, შავ წერტილებთან და კანის მსგავს ანთებებთან საბრძოლველად. დააფქვიეთ რამდენიმე ავი ასპირინი და გახსენით წყალში ან ლიმონის წვენში. მასა დაიტანეთ უშუალოდ გამონაყარზე 5-7 წუთით, ეფექტურობისთვის კი პროცედურა 2-3-ჯერ გაიმეორეთ კვირაში.

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს.

Facebook კომენტარები