წამალი, რომელიც ათავისუფლებს ვარიკოზულ ვენებს – მხოლოდ 1 პროდუქტი და 15 წუთი

2168

წამალი, რომელიც ათავისუფლებს ვარიკოზულ ვენებს – მხოლოდ 1 პროდუქტი და 15 წუთი

ვარიკოზის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად მემკვიდრეობითობა სახელდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც იგი მშობლიდან შვილზე გადადის. ასევე, დაავადებას განაპირობებს ჰორმონალური ფაქტორები, როგორებიცაა სქესობრივი მომწიფების, ორსულობის და მენოპაუზის პერიოდი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და ა.შ.

ორსულობის დროს ვარიკოზის განვითარება ძალიან ხშირია პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. ორსულობა ჰორმონალური დონისა და სისხლის მოცულობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია, რაც თავის მხრივ იწვევს ვენების გადიდებას. ვენების მდგომარეობა  ხშირად უმჯობესდება მშობიარობიდან პირველი 3 თვის განმავლობაში. ამასთან, მომდევნო ორსულობის დროს, ვენების დაზიანება უფრო ღრმავდება.

ვარიკოზის სიმპტომები

ზოგჯერ ვარიკოზს ახასიათებს ისეთი შეუმჩნეველი სიმპტომები, როგორებიცაა წვივებისა და ტერფების ქავილი, რასაც სისხლძარღვებში მიმდინარე პროცესები იწვევს. ამ დროს კანი ვეღარ იკვებება და შედეგად ვითარდება სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი.
მეტნაკლებად ცნობილი სიმპტომებია ტკივილი, დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება, რაც, როგორც წესი, დღის ბოლო ბოლოს უფრო მეტად მძაფრდება.

ზოგიერთ შემთხვევაში ვარიკოზის სიმპტომები შეიძლება გამძაფრდეს ცხელ ამინდში, ან დიდი ხნით დგომის შემდეგ. თუმცა, შესაძლებელია მდგომარეობის შემსუბუქება ფეხების დასვენების ან სიმაღლეზე აწევის შემდეგ. Ყოველ მეორე ქალს აწუხებს ცელულიტი და ყველას აწუხებს.  გაგიკვირდებათ, მაგრამ ვარიკოზული ვენები თანაბრად გავრცელებული პრობლემაა!

ჩვენ გაგიზიარებთ იაფ, მაგრამ ეფექტურ რეცეპტს, რომელიც ხსნის ვარიკოზული ვენების მტკივნეულ შეგრძნებებს.

თხილის ფოთლების ნახარში

აიღეთ 1 სუფრის კოვზი თხილის ხმელი ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ჩაისავით და სვით 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

კალანჰოეს ნაყენი

აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, სანახევროდ აავსეთ კალანჰოეს დაქუცმაცებული ფოთლებით, შეავსეთ სპირტით ან არყით, ერთი კვირით ბნელ და გრილ ადგილას.

დადგით, დროდადრო შეანჯღრიეთ. საღამოობით ამ ნაყენით დაიზილეთ ფეხები ტერფებიდან თეძოებამდე. ტკივილი მალე გაივლის, მაგრამ სისხლძარღვოვანი ბადის გასაქრობად 3-4 თვე დაგჭირდებათ.

ბერულას აბაზანები

ვარიკოზით დაზიანებული ფეხებისთვის არაჩვეულებრივია ბერულას თბილი ნაყენის აბაზანები: თასში ჩაყარეთ 200 გ ხმელი ბალახი, დაასხით ანადუღარი წყალი, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ.

თბილ ნაყენში ჩაყავით ფეხები და ნახევარი საათით გააჩერეთ, თან დროდადრო ჩაამატეთ ცხელი წყალი, რომ არ გაგრილდეს. ეს პროცედურა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულებისთვისაც, რადგან ამცირებს არტერიულ წნევას.

ავშანი

აიღეთ ერთი პეშვი ქორფა ცხარე ავშანი, დააქუცმაცეთ და შეურიეთ 0,5 ლიტრი მაწონი. ნარევი წაუსვით დოლბანდზე ან რბილ ნაჭერზე და დაიდეთ ფეხებზე, განსაკუთრებით – იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტად არის გამობერილი ვენები. ფეხები შეაწყვეთ ბალიშზე და დაიფარეთ ცელოფანი. ნახევარი საათის შემდეგ მოიხსენით.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ზაფხულში იღლიების ჭარბოფლიანობას.

Facebook კომენტარები