რა სიმპტომები ახასიათებს გულძმარვას? როგორ უმკლავდება ამ პრობლემას ხალხური მედიცინა?
გულძმარვა ყველა ზრდასრულ ადამიანს გამოუცდია. ეს გასტროეზოფაგური რეფლუქსის (კუჭის შიგთავსის უკან, საყლაპავისკენ დაბრუნების) ნიშანია, ხოლო მისი ხშირი გამეორება გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებაზე მიუთითებს.
გულძმარვა შედეგია საყლაპავში კუჭის მჟავე შიგთავსის მოხვედრისა, რაც იწვევს წვის შეგრძნებას მკერდის ძვლის უკან ან კუჭის არეში.
გასაგებია, რომ ყველაზე მეტად გულძმარვა წყლულოვანი დაავადებისა და მაღალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტისათვისაა დამახასიათებელი.
უფრო იშვიათად იგი სხვა მდგომარეობებს შეიძლება ახლდეს თან: საყლაპავის ქვედა
სფინქტერის დისფუნქციას, კუჭის დაბალ მჟავიანობას, ალკოჰოლი ხშირ მიღებას, ორსულობას, ან უბრალოდ, ჭარბი რაოდენობით საკვების მიღებას.
ასე გულძმარვა არასდროს გაგიხშირდათ, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას. საჭიროებისამებრ იმართეთ ექიმს.
კუჭის წვენის მჟავიანობა საწყისზე ეტაპზე უფრო მატულობს. სოდის (1
ჩაის კოვზი 1/3 ჭიქა წყალზე) დალევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ გულძმარვა იშვიათია.
კუჭის რეზექციის შემდეგ კი სოდის დალევა სრულიად უსარგებლოა.
საჭიროა დიეტის დაცვა. მიიღეთ დღეში 5-6-ჯერ ცოტ-ცოტა.
საჭმელი კარგად დაღეჭეთ. უარი თქვით ცხიმიან, ცხარე, მჟავე და შემწვარ საკვებზე, უმ ბოსტნელზე, მჟავე ხილსა და კენკრაზე, ნაყინზე, ყავაზე, გაზიან და ალკოჰოლურ სასმელებზე, ახალ პურფუნთუშეულსა და სხვა ცომეულზე.
უპირატესობა მიანიჭეთ ორცხობილას, რძის პროდუქტებს, მოხარშულ ხორცეულსა და
ბოსტნეულს.
არის თუ არა გულძმარვა წყლულის სიმპტომი?
დიახ, არის, თუმცა ამ შემთხვევაში გულძმარვას რიგი თავისებურება ახასიათებს:
- წყლულის დროს გულძმარვა ძლიერდება, როცა კუჭი ცარიელია;
- გულძმარვისა და წვის შეგრძნება შემაწუხებელია შუაღამისას და ადრიან დილით, რის გამოც ავადმყოფს ხშირად ეღვიძება;
- წყლულის დროს წვის შეგრძნება ლოკალიზებულია მკერდის ძვლის ქვემოთ, ხოლო რეფლუქსის დროს - მკერდის ძვლის უკან, გულმკერდში;
- რეფლუქსის დროს წოლისას მდგომარეობა უარესდება, წყლულის დროს არ იცვლება.
გულძმარვის ეპიზოდები ღამით:
პირში უსიამოვნო გემო, ქრონიკული ხველა, ყელის ტკივილი, სისუსტე... თუ ყოველ დილით ამ ჩივილებით იღვიძებთ, დიდია ალბათობა, ღამით კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში უკუამოიტყორცნებოდეს.