ნაწლავის პოლიპების მოსაცილებლად ოქროს ულვაში საუკეთესო საშუალებაა

1022

ნაწლავის პოლიპების მოსაცილებლად ოქროს ულვაში საუკეთესო საშუალებაა

დიდხანს ვმკურნალობდი ნაწლავებში გაჩენილ პოლიპებს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს და ბოლოს სპეციალისტებმა გამომიცხადეს, რომ ჩემი ხსნა მხოლოდ ქირურგიული ოპერაცია იყო.

ოპერაციის ხსენებამ შემაშინა. გადავწყვიტე, ჯერ ხალხური საშუალებები მეცადა, ხოლო თუ არ მიშველიდა, ოპერაციას წინ რაღა დაუდგებოდა…

მეგობრის რჩევისამებრ, დავიწყე ოქროს ულვაშით მკურნალობა. ვსვამდი მის ნაყენს, მოგვიანებით კი ბურახს. 5-6 თვეში პოლიპები თანდათან დაპატარავდა და ბოლოს ისეთი ზომისა გახდა, რომ ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება აღარ შეეძლო.

ნაყენი ასე მზადდება:

პატარა ნაჭრებად უნდა დაჭრათ ოქროს ულვაშის 18 მუხლი, დაასხათ ნახევარი ლიტრი არაყი და 12 დღე გააჩეროთ. როცა ნაყენი ფერს შეიცვლის გაიისფრდება, უკვე მზად არის. უნდა მიიღოთ 1 საჩაროზე კოვზი დღეში ერთხელ, უზმოზე, საუზმემდე 30-40 წუთით ადრე.

ბურახის მომზადების წესი კი ასეთია:

აიღეთ ოქროს ულვაშის რამდენიმე მუხლი და წვრილად დაჭერით. დაჭრილი ნედლე”
ლი არწყეთ 200-გრამიანი ჭიქით. ერთი სავსე ჭიქა ჩაყარეთ დოლბანდის თოფრაკში, ჩააყოლეთ ერთი საშუალო ზომის ქვა და თოფრაკი სუფთა წყლით სავსე სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ.

ამავე ქილაში ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი შაქარი და ჩადეთ 1 სადილის კოვზი სქელი არაჟანი. ქილას გადააფარეთ დოლბანდი და სითბოში დადგით. ბურახი დუღილს
დაიწყებს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა დუღილი შეწყდება, ბურახი თითქმის მზად
არის, მაგრამ სრულ დადუღებამდე 14-16 დღე სჭირდება.

უნდა სვათ მთელი თვის განმავლობაში, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდი 10 წუთით ადრე. მერე ერთი თვე შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები