წიწმატურას სამკურნალო თვისებები აღმოჩენილია. ეს კურნავს კუჭის წყლულს, შარდის ბუშტის ანთებას, თირკმელების კენჭოვან დაავადებას, ყურებში შუილს და სხვ.

1080

წიწმატურას სამკურნალო თვისებები აღმოჩენილია. ეს კურნავს კუჭის წყლულს, შარდის ბუშტის ანთებას, თირკმელების კენჭოვან დაავადებას, ყურებში შუილს და სხვ.

ხალხურ მედიცინაში წიწმატურას იყენებენ სისხლჩაქცევებისა და ფარული სისხლისდენის შემაჩერებელ, სისხლისაღმდგენ საშუალებად. რეკომენდირებულია მისი გამოყენება საშვილოსნოს მუსკულატურის ტონუსის ასამაღლებლად, კუჭის წყლულის, შარდის ბუშტის ანთების, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების კენჭოვანი დაავადების, ტუბერკულოზის, ბუასილის, შარდშეუკავებლბისა და ნივთერებათა ცვლის მოშლის დროს.

წიწმატურისგან ნაყენის მოსამზადებლად 30 გრ წიწმატურას ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი, ან ყოველი 2-3- სთ-ის შემდეგ. 4 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ნედლ წიწმატურას, ან 10-20 გრ ხმელ წიწმატურას, დაასხით 3 ჭიქა მდუღარე და მიიღეთ 100-100 გრ ყოველი 2-3 სთ-ში ერთხელ.

განსაკუთრებით ეფექტურია ნედლი წიწმატურას ცივი ნაყენი 6 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ წიწმატურას დაასხით 4 ჭიქა წყალი, დადგით 8 საათი, გადაწურეთ, დალიეთ 1 დღის განმავლობაში.

ხალხურ მედიცინაში მენორაგიის გაძლიერებული მენსტრუაციული სისხლდენის დროს გამოიყენება შემდეგი ნარევი: აიღეთ წიწმატურას, მრავალძარღვას, შვიტას, ბარისპირას ფოთლები და ყვავილები, თრიმლის ფოთლები, 50 გრამი თითოეული ბალახისა; 2 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 500 მლ მდუღარე, ადუღეთ თავდახურული წყლის აბაზანაში 10 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ და გააცივეთ დალიეთ თითო ყავის ჭიქა.

თმის ცვენა საკმაოდ ახალგაზრდას დამეწყო, ბევრი რამ ვცადე, მაგრამ მნიშვნელოვანი ეფექტი რომ ვერ ვნახე,უიმედობა დამეუფლა და სწორედ ამ დროს მომევლინა მხსნელად მეგობარი, რომელმაც წიწმატურასგან დამზადებული წამლის გამოყენება მირჩია.
დღემდე ამ წამალს აქტიურად ვიყენებ და ვურჩევ ყველას, ვისაც თმის ცვენა ცხოვრების დრამატულ მოვლენად ექცა:

25 გრამი ხმელი, დაქუცმაცებული წიწმატურას ბალახი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭირჭელში, დაასხით 0,5 მდუღარე, გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში, გაწურეთ, მოათავსეთ საცობიან მინის ჭურჭელში. შეინახეთ არა უმეტეს ორი დღისა. შეიზილეთ თმის ძირებში არანაკლებ ორჯერ კვირაში. მკურნალობის კურსი გრძელდება 2 თვე.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები