თუ კისტა გაქვთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

1208

თუ კისტა გაქვთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

59 წლის ვარ, ეკონომისტად ვმუშაობ. შრომისას წლები თითქოს არ გამძიმებენ, ცხოვრებას სხვა ხალისი აქვს. ასე გადიოდა ჩემი ცხოვრებაც, ვიდრე მარჯვენა საკვერცხეზე კისტა არ აღმომაჩნდა.

თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ოპერაციას არ გავიკეთებდი, ამიტომ გინეკოლოგის მეთვალყურეობით გულმოდგინედ დავიწყე ხალხური საშუალებებით მკურნალობა.

მართალია, ცოტა გამიხანგრძლივდა, მაგრამ ეფექტი აშკარაა შემდეგ ულტრაბგერითმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ კისტა აღარ მაქვს.

აი, ასე ვმკურნალობდი:

I კურსი — ავიღე მცენარე ოქროს ულვაშის 12 მუხლი, დავასხი 0,5ლარაყი და 21,
სიბნელეში დავდგი. ყოველდღე ვანჯღრევდი. 21 დღის შემდეგ პირველ დღეს მივიღე 1 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ, მეორე დღეს 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, მომდევნო დღეებში კი ვიღებდი 1 დესერტის კოვზს დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე, და საღამოს, ძილის წინ.

ჭურჭელი 30 დღეში გამოვცალე, შემდეგ 10 დღე შევისვენე. მხოლოდ ამის შემდეგ გადავედი მეორე კურსზე.

II კურსი – ავიღე ცოტაოდენი ოროვანდი, გავრეცხე, გავატარე ხორცსაკეპში, წვენი
გამოვწურე და დავლიე, ასე ვატარებდი ყოველდღე, ვწურავდი და ვსვამდი. პირველ დღეს 1 ჩაის კოვზი მივიღე, მეორე დღიდან კი ვიღებდი თითო საჩაროზე კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ კურსის ხანგრძლივობა 30 დღეა, შემდეგ 10 დღე ისევ უნდა შეისვენოთ და მესამე
კურსი ჩაიტაროთ.

III კურსი – 30 დღის განმავლობაში ისევ ოქროს ულვაშის ნაყენს ვსვამდი — დესერტის კოვზით დღეში ორჯერ.

3 კურსის შემდეგ ჩავიტარე ულტრაბგერითი გამოკვლევა და შევიტყვე, რომ კისტა დაპატარავებულიყო.

IV კურსი — აფთიაქში შევიძინე იორდასალმის ნაყენი, რომელსაც ვსვამდი 30 დღის განმავლობაში, თითო ჩაის კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

V კურსი — პირველისა და მესამის მსგავსად, ვსვამდი ოქროს ულვაშის სპირტიან ნაყენს.

მთელ მკურნალობას დაახლოებით ნახევარი წელი მოვანდომე. 8 თვის შემდეგ კისტა აღარ მქონდა.

ახლა ყოველ წელს ვიტარებ ულტრაბგერით გამოკვლევას და ჯერჯერობით ყველაფერი რიგზე მაქვს.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ზამთრის სეზონი გაციების გარეშე წარმოუგენელია, გაგიზიარეთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს.

Facebook კომენტარები