საუკეთესო რეცეპტი წითელი ქარის სამკურნალოდ

1260

საუკეთესო რეცეპტი წითელი ქარის სამკურნალოდ

წითელი ქარის მკურნალობა რამდენიმე წლის წინათ ავტოკატასტროფაში მოვყევი და ორივე ფეხი მოვიტეხე ერთ-ერთზე ორი ურთულესი ოპერაცია დამჭირდა. 6 თვე საავადმყოფოში ვიწექი.

როცა გამოვეწერე, ვიფიქრე, მეშველა-მეთქი, მაგრამ დადგაგაზაფხული და ნაოპერაციევ ფეხზე ნელ-ნელა მზარდი სიწითლე შევამჩნიე. ყველგან გავიკითხ-გამოვიკითხე, ექიმთანაც ვიყავი.

საბოლოოდ წითელი ქარის დიაგნოზი დამისვეს. ანტიბიოტიკოთერაპიის ერთი კურსი ჩავიტარე, სიწითლემ ოდნავ მიკლო, მაგრამ შემდეგ ისევ გამიჩნდა. მას შემდეგ წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მიმწვავდება.

რამდენიმეწლიანი გამოცდილების წყალობით ვისწავლე, როგორ ვუწამლო თავს შინაური საშუალებებით.

- წითელი ქარის გამწვავებისას კარგია ჭვავისა და კარტოფილის ფქვილი. რომელიმე მათგანი გაწითლებულ ადგილზე დაიყარეთ და ზემოდან კომპრესის ქაღალდი დაიფინეთ, შემდეგ შეიხვიეთ და მთელი დღე დაიტოვეთ.

სახვევი ყოველდღე უნდა იცვალოთ. პროცედურა უნდა ჩატარდეს გამთენიისას, მზის ამოსვლამდე 1 საათით ადრე.

– კარგია ქაფურის ზეთიც. გაწითლებულ ადგილებზე მასში დასველებული ბამბა დაიდეთ და შეიხვიეთ. პროცედურის გამეორება საჭიროა დღეში 2-ჯერ.

1 დღეში 3-4-ჯერ წაისვით დინდგელის მალამო. ტკივილი და ქავილი საგრძნობლად იკლებს, თუ ყოველ 2 საათში ერთხელ მტკივან ადგილებზე ღორის მუცლის ქონს წაისვამთ.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:თუ თქვენ ნერვები გღალატობთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ გაგიზიარებთ მნიშვნელოვან რჩევებს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია