ნიშნები, რომელთანაც დაუვიწყარი თავგადასვლები გარანტირებული გაქვთ

738

ადამიანები, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ ყველაფერზე წამსვლელები არიან, ისინი არაფერს უშინდებიან და ყველაფრისთვის მზად არიან.

გიჟური და წარმტაცი მოგზაურობები- მათი ბუნების განუყოფელი ნაწილია.

მშვილდოსანი

ესენი ნამდვილად ყველაზე დიდი თავგადასავლების მოყვარულნი არიან ყველა ზოდიაქოს ნიშანს შორის. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც დაიბანდნენ ამ თანავარსკვლავედის ქვეშ, თავისი ბუნებით ღია არიან ყველა მანძილისთვის, სიმაღლისა და სიღრმისთვის, და მხოლოდ მოგზაურობის დროს  შეიცნობენ ისინი საკუთარ თავს. ისინი გაემგზავრებიან შორეულ მოგზაურობაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი ადგილები ნახონ, არამედ იმიტომაც, რომ მიიღონ ახალი ცოდნა, გააფართოვონ თავისი გონება და აავსონ თავისი სული.

საზღვრებს ეკიდებიან დიდი პატივისცემის გარეშე; თავისუფლება- მათი ბუნების გასაღებია.

თუ თქვენ იმყოფებით ურთიერთობაში მშვილდოსანთან, უნდა მისცეთ საშუალება იხეტიალოს, იმოგზაუროს, რადგან მას სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლია. და ის ბედნიერი იქნება, თუ ამაში კომპანიას გაუწევთ.

მშვილდოსნებს უყვართ დინამიკა, მოვლენები, ადამიანები, და მთავარია- კარგი და დასამახსოვრებელი ისტორია.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ტყუპები

უდიდესი მოგზაურების სიაში მეორე ადგილს იკავებენ ტყუპები. ისინი, მშვილდოსნებისგან განსხვავებით, უპირატესობას ანიჭებენ უფრო ხანმოკლე მოგზაურობას, რადგან არ შეუძლიათ ერთ ადგილას დიდხანს დარჩენა.

მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მოვლენები. სადაც არ უნდა გაემგზავრონ, მათ თავგადასავლები სწყურიათ.

მათი მოგზაურობის მთავარი მიზეზია- ახალი ნივთების შესწავლა და აღმოჩენა თავისი ინტელექტუალური ცხოვრების გასამდიდრებლად.

Facebook კომენტარები