ამბობენ, ნაოჭები ქალს უხდებაო, ყოველი ზედმეტი ხაზი ასაკს უსასრულოდ მატებს და მხოლოდ უხერხულ კითხვაზე პასუხის გაცემას აიძულებს. ჩვენ გასწავლით კრემის დამზადებას, რომელიც ამ კითხვებზე პასუხისგან გაგანთავისუფლებთ.
დაგჭირდებათ: მწყრის კვერცხის ორი გული ან ქათმის კვერცხის გულის ნახევარი, 2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (შეგიძლიათ ზეითუნის ზეთით შეცვალოთ), 1 ჩ/კ ზღვის საჭმელი მარილი, 2 ჩ/კ გვირილის ნაყენი (1 სადილის კოვზ გამხმარ გვირილას 200 მლ წყალი დაასხით და 15-20 წუთი ადუღეთ), 0,5 ჩ/კ ნატურალური თაფლი და 2 ჩ/კ კოსმეტიკური ვაზელინი (აფთიაქებში იყიდება). ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეინახეთ მაცივარში.
მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით წაისვით კრემი მთელ სახეზე. ჩამოიბანეთ 30 წუთის შემდეგ, მინერალურ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
კრემი მოეწონებათ იმ მანდილოსნებს, რომლებიც პატივისცემით ეპყრობიან სახის კანს და საკუთარ სილამაზეს. გახსოვდეთ, კრემს კანი დიდხანს იწოვს. ამიტომ დაძინებამდე 2 საათით ადრე უნდა გაიკეთოთ. შედეგს 3 დღის შემდეგ შეამჩნევთ.