ეს ლოცვა წაიკითხეთ როდესაც უძილობას უჩივით შვიდი ეფესელი ყრმისადმი

1477

ეს ლოცვა წაიკითხეთ როდესაც უძილობას უჩივით შვიდი ეფესელი ყრმისადმი

ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო, ღუაწლთა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ, ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა
იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი. ვინცია

ლოცვა

ჰოი, საკვირველნო წმიდანო რიცხვით შვიდნო ყრმანო, ქალაქისა ეფესოს ქებულებანო და ყოვლისა სოფლისა სასოებანო!

გარდამოიხილენით ზეციურსა დიდებისა სიმაღლეთაგან ჩვენ ზედა, თქუენისა ხსნებისა სიყვარულითა პატივისმცემელთა, ხოლო უმეტესად ქრისტეანეთა ყრმათა ზედა, მშობელთა თვისთა მიერ თქუენსა მეოხებასა შემოვედრებულთა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გარდამოავლინენით მათ ზედა კურთხევა ქრისტეს ღმრთისა, მეტყველისა: უტევეთ ყრმანი მოსვლად ჩემდა. სნეულნი შორის
მათსა განკურნენით, მწუხარეთა ნუგეშინისეცით, გულნი მათნი სიწმიდესა შინა დაიცუენით, სიმშვიდითა აღავსენით და ნიადაგსა გულისა მათისასა ღმრთისაღმსარებლობისა თესლი დაჰნერგენით და განამტკიცენით მას
შინა ძალითი ძალად ზრდად.

და ყოველნი წინაშე წმიდისა ხატისა თქუენისა მდგომარენი, ეგრეთვე ნაწილთა თქუენთა სარწმუნოებითა ამბორის მყოფელნი და გულითა მვედრებელნი, ღირსგვყვენით ზეციურისა სასუფეველისა მიმთხუევად და სიხარულსა დაუდუმებელითა ხმითა მას შინა დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა ყოვლად მშვენიერისა სახელისა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისა, უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები