ლოცვა სამადლობელი
გმადლობ შენ უფალო, ღმერთო ჩემო, რამეთუ არა განმაგდე მე ცოდვილი, არამედ ზიარყოფად მე სიწმიდეთა შენთა ღირს მყავ, გმადლობ შენ, რამეთუ მე არა ღირსი ზიარებად ყოვლად-წმიდათა შენთა ზეცისა ნიჭთა ღირს-მყავ. არამედ მეუფეო კაცთმოყვარეო, ჩუენთვის მომკვდარო, და აღდგომილო, და მომნიჭებელო ჩუენდა საშინელთა ამათ, და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა, კეთილის-საქმედ, და განსაწმედელად სულთა, და ხორცთა ჩუენთა, მომეც ყოფად ამისა მეცა საკურნებელად სულისა ხოლო და ხორცთა, განსადევნელად, ყოველთა წინა-აღმდგომთა, განსანათლებელად თვალთა გულისა ჩემისათა.
სიმშვიდედ სულიერთა ძალთა ჩემთა. სარწმუნოებად ურცხვენელად, სიყვარულად შეუორგულებელად, აღმავსებელად სიბრძნითა, დამარხვად მცნებათა შენთა შეძინებად საღმრთოთა მადლთა შენთა. შენისა სასუფევლისა თვისებად. რათა სიწმიდითა შენითა დაცული, მადლსა შენსა მოვიხსენებდე მარადის და არავინ თავით თვისით ცხოველ-არს, არამედ შენდამი, მეუფისა ჩემისა, და ქველის-მოქმედისა და ეგრეთვე ამის ცხოვრებისაგან განსრული, სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოსათა, მარადის მყოფსა განსვენებასა მივიწიო,
სადა მედღესასწაულეთა ხმა დაუსრულებელ-არს, და წარუვალი სიტკბოება, ჰხედვენ პირისა შენისა სიკეთესა გამოუთქმელსა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სასურველი, და გამოუთქმელი სიხარული, მოყვარეთა შენთა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენ გიგალობს ყოველი დაბადებული უკუნისამდე.
აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება
Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.
Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.
Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.