ლოცვა გარდაცვალებულთათვის, მათი სულის საცხონებლად
მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები), და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, და მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა.
უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება
Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.
Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.
Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.