ეს ლოცვები უნდა წაიკითხოთ თვალის ტკივილის დროს

1169

ეს ლოცვები უნდა წაიკითხოთ თვალის ტკივილის დროს

ლოცვა თვალის ტკივილის დროს
წმიდა ლონგინოზ ასისთავი
კონდაკი: მხიარულებით განსცხრების ეკლესია დღეს სახსენებელსა შენსა ყოვლად ქებულო ლონგინოზ, მღაღადებელი: შენ ხარ ქრისტე ძალი და სიმტკიცე ჩემი.

წმიდა სვიმონ ღვთისმიმრქმელი
კონდაკი: მოხუცებული დღეს განხსნასა ევედრების საკრველისაგან ამის ხორციელისა ცხოვრებისათა და ქრისტესა მიიქვამს მკლავთა ზედა, შემოქმედსა და უფალსა.

წმიდა მოწამე შუშანიკი ტროპარი: წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევა წარუვალი და აწ კადნიერად მდგეომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

კონდაკი: დღეს მოხარული არს ერი ქართველთა ხსენებისა შენისათვის, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ, და ღვაწლთა შენთა სიმრავლისა მაქებელნი, ვითხოვთ ქრისტესაგან მეოხებითა შენითა სოფლისათვის მშვიდობასა და სულთა ჩვენთათვის დიდსა წყალობასა.

ლუკა მახარებელი
გამომთქმელსა საქმეთა მოციქულთასა და აღმწერელსა სახარებისა ქრისტეს მაცხოვრისასა, წმიდასა მოციქულს ლუკას ყოვლადქებულსა გალობითა საღმრთოითა ვაქებდეთ, რამეთუ იგი არს მკურნალი კაცობრივისა უძლურებისა, რომელი გვილხინებს ხორციელთა სალმობათა და სულიერთა წყლულებათა, დაუცხრომელად მვედრებელი სულთა ჩვენთათვის.

წმიდა მოწამე და მთავარდიაკონი
ლავრენტი

ტროპარი: მოწამემან შენმან, უფალო, ლავრენტი ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ, ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდა მას
შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.

კონდაკი: ცეცხლითა ღმრთაებისათა აღტკინებულმან ცეცხლნი ვნებათანი სრულიად დაშრიტენ, მოწამეთა სიმტკიცეო, ღმერთშემოსილო ლავრენტი,და ვნებათა
შინა სარწმუნოდ ღაღადებდი: ვერარამან განმაშოროს სიყვარულსა ქრისტესსა.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები