ჯანმრთელობის რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს წონაში სწრაფად კლებამ

954

უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად ადამიანმა ჭარბი წონა ნელ-ნელა უნდა დაიკლოს – მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წონის მეტისმეტად სწრაფმა კლებამ შესაძლოა, ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

როგორც ექიმები ამბობენ, დიეტის დროს ირღვევა ნაღვლის მჟავებისა და ქოლესტერინის ბალანსი. ნაღველში ქოლესტერინის სიჭარბისას კი წარმოიქმნება კრისტალები, რომლებისგანაც შემდეგ კენჭები ყალიბდება.

ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობის შესამცირებლად უნდა გავითვალისწინოთ ორი რეკომენდაცია: კვირაში 1,5 კილოგრამზე მეტის დაკლება არ არის რეკომენდებული; გასახდომად საკმარისია, დღეში ჩვეულზე მხოლოდ 500 კალორიით ნაკლები საკვების მიღება და ასეთი დიეტის რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშთან შერწყმა.

Facebook კომენტარები