10 მიზეზი, რის გამოც ყოველდღე უნდა მიირთვათ ყავა

2023

10 მიზეზი, რის გამოც ყოველდღე უნდა მიირთვათ ყავა

აბსოლუტურად შეუძლებელია წარმოიდგინო დღეს ისეთი ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ყავა არასოდეს გაუსინჯავს. ყოველდღე 1 ფიინჯანი ყავის მირთმევა კარგია ტვინისთვის. იგი აუმჯობესებს სხეულის, კანის მდგომარეობას და აქვს სასარგებლო გავლენა სისხლძარღვებზე და შეუძლია დაიცვას მწვავე დაავადებებისგან.

გვინდა წარმოგიდგინოთ 10 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიირთვათ დღეში 1 ფინჯანი ყავა.

1. ყავა არის ანტიოქსიდანტების მთავარი მიმწოდებელი

მსოფლიოში არ არსებობს პროდუქტი, რომელიც უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე ყავა. ცხელი ყავისგან, ისინი შეიწოვება ბევრად უფრო კარგად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხილისგან და ბოსტნეულისგან. პოპულარული მწვანე ჩაიც კი მნიშვნელოვნად ნაკლებ ანტიოქსიდანტს შეიცავს.

2. ყავის განუმეორებელი არომატი მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის დონეს

სტრესულ სიტუაციებში, რომლებიც დაკავშირებულია ძილის დარღვევასთან, ყავა ადამიანის ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობის კარგ მარეგულირებლად გამოდგება. მიირთვით ყავა რათა შეამციროთ სტრესის დონე.

3. ყავას აქვს პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემსუბუქების უნარი

პარკინსონის დაავადების პროგრესირება ყავის მსმელებში მნიშვნელოვნად შემცირებულია. კვლევამ დაადასტურა, რომ ფინჯანი ყავა ამ სერიოზული დაავადების შესანიშნავი პრევენციაა.

4. ყავა ასტიმულირებს ღვიძლს (ალკოჰოლის მიღების დროსაც)

თუ თქვენს ყოველდღიურ რაციონში შეტანილი გაქვთ 1 ფინჯანი ყავის დალევა, ღვიძლის ციროზის და სხვა მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების ალბათობა 20% -მდე იკლებს.

5. ყავა ყველას ბედნიერებას მოუტანს

ადამიანები, რომლებიც დღეში 2 ჭიქა ყავას მიირთმევენ, თავს უფრო მშვიდად და ბედნიერად გრძნობენ. ყავაში კოფეინი მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი, რა დროსაც ბედნიერების ჰორმონი სწრაფად შეიწოვება.

6. ყავა ხელს უწყობს კანის კიბოს რისკის შემცირებას ქალებში

დღეში რამდენიმე ფინჯანი ყავა ქალებისთვის მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს რისკს მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ იყენებს ამ სასმელს.

7. ყავა არის სპორტული წარმატების გასაღები

სპორტსმენები და მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ ყავას შეუძლია მოახდინოს სხეულის კუნთების მკვეთრი მობილიზება, როდესაც მაღალი შედეგების მიღწევა გახდება საჭირო.

8. ყავას შეუძლია შეამციროს 2 ტიპის დიაბეტის ალბათობა

დღეში 2 ჭიქა სასმელი 30-50% -ით ამცირებს დიაბეტის დაავადების რისკს. თითოეული დამატებითი ჭიქა, რომელსაც სვამთ, ამ მაჩვენებლებს კიდევ უფრო ამცირებს.

9. ყავა არის პროდუქტი, რომელიც ახანგრძლივებს ტვინის აქტიურ აქტივობას

იგი წარმატებით ანელებს ალცჰეიმერის დაავადების პროგრესირებას და თავის ტვინის აქტივობაში სხვა ანომალიებს, ანთებითი პროცესებით პროვოცირებულს. ყავას შეუძლია ამ დაავადებებისგან დაცვა.

10. ყავა აფართოებს გონებრივ შესაძლებლობებს

ძირითადათ ყავას მაშინ მივირთმევთ როდესაც ძილი მოგვერევა არა? ნამდვილად: ყავაში კოფეინი გაცილებით სწრაფად შეიწოვება ჩაისთან შედარებით, სადაც თანნის არსებობა ანელებს კოფეინის შეწოვას და გამორიცხავს ძილიანობას, აღვიძებს კონცენტრაციას და ააქტიურებს სხეულის რეაქციას მიმდებარე რეალობაზე.

ყველა ეს არგუმენტი შეიცავს ერთ დასკვნას:- ყავის ყოველდღიური მოხმარება დაგიცავთ მრავალი დაავადებისგან, გაგათავისუფლებთ სტრესულ გამოვლინებებისგან და საშუალებას მოგცემთ იგრძნოთ თავი ბედნიერად.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია