რა უნდა ვიცოდეთ ყველა ჩვენგანმა მოწყალების შესახებ

991

რა უნდა ვიცოდეთ ყველა ჩვენგანმა მოწყალების შესახებ

ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბერი, სახელად მარტირი, რომელიც გამოირჩეოდა ღვთისმოსაობითა
და გლახაკთადმი მოწყალებით. იგი ზიარებისა და აღსარებისათვის ხშირად დადიოდა თავის მოძღვართან სხვა მონასტერში.

და აი, ერთხელაც მოძღვართან მიმავალმა ამ ახალგაზრდა ბერმა გზაში დაწოლილი წყლულებიანი გლახაკი დაინახა, რომელიც
ადგომასა და იმავე მონასტრისკენ წასვლას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა.

მარტირიმ ძირს გაფინა თავისი მანტია, ზედ
დააწვინა დავრდომილი, მერე იგი ზურგზე მოიკიდა და ასე გაეშურა ტაძრისკენ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ნათელმხილველის ნიჭით დაჯილდოებულმა მისმა სულიერმა მამამ ბერები ამ სიტყვებით მსწრაფლ ფეხზე დააყენა: – იჩქარეთ, ეხლავ გახსენით მონასტრის ჭიშკარი, მოდის მარტირი
და თავისი მხრებით ღმერთს მოაბრძანებსო.

მარტირიმ კი ალაყაფის კარს რომ მოაღწია, დავრდომილი მიწაზე დაასვენა, რათა კარები გაეღო. და როცა გლახაკის ასაყენებლად მობრუნდა, მანტიაზე აღარავინ დახვდა.

მან დაინახა ცად ამაღლებული იესო ქრისტე და გაიგონა ეს სიტყვები: „მარტირი,
შენ არ უგულვებელმყავ მე მიწაზე, მე არ უგულვებელვყოფ შენ ზეცაში, შენ აქ შემიწყნარე, მე კი შეგიწყნარებ შენ საუკუნოდ“.

მონასტერში შესულ მარტირის ძმები მიეგებნენ. აჰკითხა: ძმაო ჩემო, სად არის ის, ვინც შენ მხრებით მოგყავდა?
მარტირიმ ცრემლით უპასუხა: მამაო, რომ მცოდნოდა, ვინ იყო, მის ფეხებთან დავემხობოდიო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა.

რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა.

ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო!

ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები